საცურაო აუზი და ცურვა – უდიდესი სარგებელი ჯანმრთელობისათვის
საცურაო აუზი და ცურვა ზოგადად, როგორც სპორტის სახეობა ჯერ კიდევ უძველესი ეგვიპტის დროიდან წარმოიშვა, 2,5 ათასწლეულში ჩვენს წელთ აღრიცვხვამდე. ამ ფაქტს ადასტურებს აღმოჩენილი უძველესი ხელნაწერები მეფის შვილებისათვის სპორტული ცურვის გაკვეთილების ჩატარების შესახებ. ანტიკურ საბერძნეთშიაც ცურვა ფრიად სასარგებლო საქმიანობად მიიჩნეოდა სხეულისა და სულისათვის.
წყალი ადამიანისათვის უცხო სტიქია როდია, ის ხომ თავისი ცხოვრების პირველი თვეების განმავლობაში წყლით სავსე დედის მუცელში იმყოფება. ეს გარემო მისთვის ჩვეული და უსაფრთხოა.
საცურაო აუზი და ცურვა სპორტული მათი სარგებლობისა და კეთილისმყოფელობის თვალსაზრისით გადასაფასებლად ძნელია. თუმცა, მედალს ორი მხარე გააჩნიაო და ამიტომაც განვიხილოთ რა სიკეთისა და ზიანის მოტანა შეუძლია აუზს და ცურვას ორგანიზმისათვის.
ცურვა საცურაო აუზში: ამ სპორტის სახეობის თავისებურებანი
როგორც წესი, საცურაო აუზების ორი სახეობა არსებობს: 25 და 50 მეტრი სიგრძის სტანდარტის. წყლის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელია 25 – 26°С. საზოგადოებრივი აუზები იწმინდება ქლორის მეშვეობით, ხოლო ზოგიერთ თანამედროვე აუზებში გამოიყენება ოზონის შემცველი მოწყობილობა ქლორთან კომპლექსურად. თუმცა, ნებისმიერ წესში არის გამონაკლისი და ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი კონკურენტი კოლეგები, ვაწარმოებთ, ვაშენებთ და ვყიდით უფრო მცირე ზომის აუზებს. ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ მზა საცურაო აუზი ან შეგვიკვეთოთ ბეტონის აუზის მშენებლობა კერძო სახლისა თუ აგარაკისათვის, სასტუმროსა თუ დასასვენებელი სახლისათვის.
რა სარგებლობის მომტანია ჯანმრთელობისათვის საცურაო აუზში ცურვა?
ის, რომ ცურვა აძლიერებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, არაერთგზის გექნებათ განაგონი, ხომ ასეა? თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ აუზში ცურვა დადებით ზემოქმედებას ავლენს ადამიანის ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. წყალი ადუნებს, ამშვიდებს, ხსნის სტრესებს, აუმჯობესებს მადას, აწესრიგებს ძილს. წყლის პროცედურების წყალობით ძლიერდება ნერვული სისტემა, ჩნდება სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნება. მოდუნება კი ააქტიურებს ნერვული სისტემის დაბოლოებების მუშაობის უნარს.
მოცურავეს წყალში უხდება ძალისმიერი მოძრაობების განხორციელება, რომელშიც ჩართულია კუნთოვანი სისტემის პრაქტიკულად ყველა ჯგუფი. სწორედ ამიტომაც, ცურვა ძვლოვანი ქსოვილისა და მოძრავ–საყრდენი აპარატის გამაძლიერებელი კუნთების დაბალანსებული ვარჯიშია. ცურვის დროს სახსრებზე მოდის დატვირთვის მინიმალური დოზა, უმჯობესდება ტანადობა და გამოიმუშავება ორგანიზმის ამტანიანობა.
ცურვა აუზში სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის, ორგანიზმი, პირდაპირ, იმუხტება ენერგიით. მოცურავე ახორციელებს სუნთქვითი ტანვარჯიშის ილეთებს, რომლის დროსაც ხდება ფილტვების ვენტილაცია და მათი მოცულობის თანდათანობითი ზრდა. შედეგად, ორგანიზმი ღებულობს მეტ ჟანგბადს. ჩქარდება კანქვეშა ცხიმის წვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ხელშემწყობი მეტაბოლიზმის პროცესი. ამას გარდა ვარჯიშში ჩართულია გულის კუნთები. საცურაო აუზი და ცურვა რეგულარული გამოყენების პირობებში აძლიერებს გულ–სისხლძარღვთა სისტემას, ზრდის გულის სიმძლავრეს – ერთი ციკლის განმავლობაში გულს შეუძლია მეტი რაოდენობის სისხლის გადაქაჩვა.