+(995) 599 03 59 48

Info.bnvgeorgia@gmail.com

გამაჯანსაღებელი საცურაო აუზი ორსულებისთვის

გამაჯანსაღებელი საცურაო აუზი ორსული ქალებისთვის.

ჩვენი სტატიის მთავარი მიზანი სათაურშია, რის განხორციელებაც შესაძლებელია ან საზოგადოებრივ აუზებში ან თუ სურვილი და ფინანსური შესაძლებლობები თანხვედრაშია, ჩვენს ასორტიმენტში შეგიძლიათ უზის ყიდვა მათი ზომების, ფორმისა და მასალების შერჩევით, ასე რომ თქვენი გამაჯანსაღებელი საცურაო აუზი ჩვენ ნამდვილად მოგვეპოვება.

ორსულებისთვის ცურვა ჯანმრთელობისათვის რომ სასარგებლოა, მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, ვინაიდან ხელს უწყობს ხერხემლის მოდუნებას, რომელზეც მოდის მთავარი დატვირთვა ორსულობის პროცესში. აუზში რეგულარულად სიარული დაგავიწყებთ ზურგის არეში ტკივილისა და ოსტეოქონდროზის შესახებ.

მუცლით ნაყოფის მატარებელი და წონაში მომატებული ქალებისათვის ცურვა დატვირთვის აუცილებელი სახეობაა: გამაჯანსაღებელი საცურაო აუზი ხომ ტრამვისა თუ დაჭიმულობის მიღების მინიმალური რისკის შემცველია, ამასთან მომავალი დედის ორგანიზმი აქტიურად ხარჯავს ენერგიას, მაშასადამე ზედმეტ კალორიებს.

აუზში რეგულარული სიარული მარგებელია გულ – სისხლძარღვთა სისტემისათვის, აგდებს არტერიულ წნევას და აძლიერებს სისხლძარღვებს, რაც ქალს ორსულობის თანმდევი ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და ჰიპერტონიისაგან იცავს.

წყალში ყვინთვისას შესრულებული სუნთქვითი ტანვარჯიში ამზადებს მომავალ დედას მშობიარობისათვის. მშობიარობის დროს მნიშვნელოვანია სწორი სუნთქვა, ვინაიდან ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა კუნთების უკეთ შეკუმშვას უწყობს ხელს – ხდება სუნთქვითი იმიტაცია შეტევის დროს.

ცურვა დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე და აძლევს ქალს მოდუნების, სტრესის მოხსნისა და მომავალი მშობიარობით გამოწვეული შიშებისგან განთავისუფლების საშუალებას. ორსული ქალი თავს მხნედ, ენერგიულად იგრძნობს და თავისუფლდება დატვირთვებით გამოწვეული შეუძლოობისაგან.

მეძუძური დედებისათვის აკრძალული არ არის საცურაო აუზში სიარული, ყველა მათგანი ხომ ცდილობს ბავშვის გაჩენის შემდეგ დაიბრუნოს კარგი სპორტული ფორმა და ტანადი, ლაზათიანი სხეული. ცურვა კი ზედმეტი კილოგრამების მოსპობის საუკეთესო საშუალებაა. ლაქტაციის დროს აუცილებელია სიფრთხილის ზომებისთვის თვალყურის დევნება, რომელთა დაცვა ყველა ქალს რძის საკმარისი რაოდენობით გამომუშავების შესაძლებლობას მისცემს:

1) ორგანიზმის ზედმეტად გაცივება ზოგჯერ რძის დაკარგვის მიზეზი ხდება, ამიტომ საცურაო აუზში ცურვის შემდეგ სასურველია თბილი შხაპით ან საუნაში გათბობა.

2) საცურაო კოსტუმი გულმოდგინედ უნდა შეირჩეს – მთავარია რომ ვიწრო არ იყოს და მკერდში არ გადაუჭიროს.

3) არ ღირს საკუთარი თავის კილომეტრიანი გაცურვებით გადაქანცვა, მეძუძურმა დედამ უნდა შეარჩიოს ზომიერი, შესაძლისი დატვირთვები, რაც ორგანიზმს მხოლოდ სარგებლობას და სიამოვნებას შესძენს.

4) აუზში ცურვის შემდეგ სხეულზე სუფთა წყალი გადაივლეთ, ჩამოიბანეთ ქლორირებული წყალი.

მარგებელია თუ არა აუზში ცურვა ბავშვებისათვის

აუზში ცურვა მარგებელია ბავშვის მოზარდი ორგანიზმისათვის, მას უვითარდება გამძლეობა, ყალიბდება სწორი ტანადობა, ძლიერდება იმუნური სისტემა.

გამაჯანსღებელი საცურაო აუზი აკაჟებს ბავშვის ორგანიზმს და ზრდის ვირუსებისა და გაციების ინფექციების მიმართ მის წინააღმდეგობრივ ძალას. როგორც კი ბავშვი დაიწყებს სკოლაში სიარულს, დატვირთვა მის ხერხემალზე გაიზრდება და თავს იჩენს ტანადობასთან დაკავშირებული პრობლემები. ჯერ კიდევ ბავშვობიდან ბევრ მათგანს ეწყება სკოლიოზის ჩამოყალიბება, რაც სამომავლოდ მის აქტიურობაში ცუდ როლს ითამაშებს.

ცურვა მარგებელია საყრდენ – მამოძრავებელი სისტემის სწორი ფორმირებისათვის, ხელს უწყობს ხერხემლის ძვლის ღერძის გამამაგრებელი კუნთური კორსეტის ჩამოყალიბებას. წყალში გახშირებული ფეხების მოძრაობა კი აღმოფხვრის ბრტყელტერფიანობის განვითარებას და აძლიერებს კოჭ–წვივის კუნთებს.

ცურვა სასიკეთოდ მოქმედებს ბავშვის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე: ნორმალიზდება ძილი და მადა, იზრდება ორგანიზმის ტონუსი. წყალში ყვინთვა სუნთქვის შეკავებით აძლიერებს ტვინის სისხლით მომარაგებას, რაც ხელს უწყობს ბავშვის გონებრივ განვითარებას. ბავშვისათვის ცურვის შეყვარებით მიაღწევთ მის ფიზიკურ განვითარებას და ბავშვობიდანვე შეაჩვევთ მას დისციპლინასა და დამოუკიდებლობას.

როგორც ხედავთ აუზში ცურვას შეუდარებლად მეტი დადებითი მხარე აქვს და მხოლოდ თითო ოროლა უკუჩვენება, ამიტომაც, თამამად გაემართეთ აუზში საცურაოდ თავად და ნურც შვილების თან წაყვანაც დაგავიწყდებათ.

Start typing to see products you are looking for.
0 სურვილები
Მაღაზია
მთავარი