+(995) 599 03 59 48

Info.bnvgeorgia@gmail.com

telephone-min.png

რა არის ასაწყობი საცურაო აუზი

ასაწყობი საცურაო აუზი

ასაწყობი საცურაო აუზი კერძო სახლისა თუ აგარაკის მესაკუთრისათვის ყველაზე ხელმისაწვდომ და მარტივ საშუალებას წარმოადგენს. ეს საგრძნობი ეკონომიაა, როგორც ფინანსური, ასევე დროისა და ძალისხმევის დანახარჯების მხრივ. (თქვენთვის ჩვენი სერვისებისა და პროდუქციის სრულად წარსდგენის მიზნით გთავაზობთ პანელის აუზების გარდა სხვა სახის აუზებსაც, რომელთა შესახებ ინფორმაციას გაეცნობით ჩვენს სტატიაში). სწრაფი დადგმის, მონტაჯის წყალობით მათ დიდი ხანია მოპოვებული აქვს პოპულარობა, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, ასევე ამერიკაში. სახლის საცურაო აუზი ხომ უზარმაზარი აღფრთოვანებისა და ბედნიერების მომტანია მთელი ოჯახისათვის! ბავშვებს შეეძლებათ წყალში ნებივრობა, თამაში, ცურვა და ამავე დროს იქნებიან უფროსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მშობლებს მღელვარების ნიადაგი გამოეცლებათ, წარსულს დარჩება დრო, როცა უშვებდნენ შვილებს საცურაოდ დამოუკიდებლად. ასევე, აგარაკისთვისაც ეს მშვენიერი ვარიანტია, როცა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ცივ წყალში გაგრილება ბაღ–ბოსტანში მუშაობის შემდეგ. მით უმეტეს, მეტად მაცდუნებელია მეგობრების დაპატიჟება და საცურაოა უზთან რამე წვეულების გადახდა. შიდა და გარე გაფორმების დიდი არჩევანი იძლევა ეზოსთვის ყველაზე მისაღები და შესაფერისი აუზის არჩევის შესაძლებლობას. მისი მორთვა და კეთილმოწყობაც შესაძლებელია დეკორატიული მცენარეებითა და ხელოვნური შადრევნებით!

 

ასაწყობი აუზი აღიჭურვება 2 სახის კარკასით – ღეროვანითა და პანელებიანით

ეს უკანასკნელი დამსახურებულად ითვლება უფრო საიმედო და მტკიცე. არსობრივად ასაწყობი აუზი ეს უჟანგავი ლ;ითონისაგან დამზადებული მსუბუქი კონსტრუქციაა, რას იძლევა დამონტაჟების შესაძლებლობას მძიმე სპეციალური ტექნიკის გამოუყებელად. ამას გარდა, უჟანგავი ლითონის პანელები იძლევა აუზის თითქმის ნებისმიერი ფორმისა და ზომის კონსტრუქციის შექმნის საშუალებას, რაც წარმოადგენს საცურაო აუზის ექსკლუზიური დიზაინის შექმნის მომხიბვლელ პერსპექტივას. თუმცა, ერთი შეხედვით არც თუ ისე ძნელი მონტაჟისა, უმჯობესია მიანდოთ ეს საქმე აუცილებელი გამოცდილებისა და ოსტეტობის, ასევე, მთელი რიგი სპეციალური ხელსაწყოების მქონე პროფესიონალებს.

საცურაო აუზის დადგმა შესაძლებელია, როგორც შენობაში, ასევე, ღია ადგილას, მიწაში ნაწილობრივ ან სრულად ჩაფლობით. ამასთან, ასაწყობი, პანელებიანი საცურაო აუზი მოითხოვს ბეტონის ბალიშის შექმნას, აუზის ქვეშ წინასწარ მომზადებით. თუკი აუზის ზომები მცირეა, მისთვის ქვაბულის გათხრა შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც, სპეციალურ ტექნიკაზე დანახარჯების გამორიცხვით. თუმცაღა, ამის იქით, არაფრის დამოუკიდებლად კეთება არ არის საჭირო, ვინაიდან, ყველა შემდგომი სამუსაოები პროფესიონალებს უნდა მიანდოთ. ქვაბულის მომზადების შემდგომ ხდება არმირებული ბეტონის ბათქაშის მოწყობა აუზის დასამონტაჟებლად.

აუზის დადგმის შემდეგ ნუ დაგავიწყდებათ მისი დაცვა სპეციალური გადასაფარებლით, რათა წყალი დაცულ იქნას ნაგავისაგან, წვიმის წყლისა თუ ფოთლებისაგან. ხოლო, რაც შეეხება ფასებს, ისინი ყველაზე ეკონომიურია და ხელმისაწვდომია საშუალო შემოსავლების მქონე ადამიათათვის. სამაგიეროდ კი საკუთარი საცურაო აუზი აგავსებთ სიხარულით ცურვითა და მშვენიერი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებით მთელი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე.

Start typing to see products you are looking for.
0 სურვილები
Მაღაზია
მთავარი