წყლის განათება აუზში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. აუზის განათება საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ აუზი მთელი დღეღამის განმავლობაში, ასევე უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას საღამოს ცურვისას. აუზის განათება დაკავშირებულია ტრანსფორმატორთან, რომელიც ელექტროენერგიას გარდაქმნის 12 ვოლტად.
Pahlen Classic პროჟექტორის ნათურის სინქრონიზაციის თანმიმდევრობა:
გაააქტიურეთ RGB ნათურის პროგრამის სინქრონიზაცია დენის ჩართვით და გადაამოწმეთ ყველა ნათურა ჩართულია თუ არა.
გამორთეთ ნათურები და დაელოდეთ მინიმუმ 20 წამს (მაქს. 60 წამი).
ხელახლა ჩართეთ და გამორთეთ (მაქს. 3 წამი ჩართვა – მაქსიმ. 3 წამი გამორთვა).
ისევ გაიმეორეთ: ჩართეთ და გამორთეთ (მაქს. 3 წამი ჩართვა – მაქსიმ. 3 წამი გამორთვა).
ჩართეთ ნათურები. ახლა ისინი ერთიდაიგივე პროგრამაზე არიან.
