სტატიებიპლასტიკური–საცურაო–აუზი

პლასტიკური აუზის ყიდვა ცურვის მოყვარულთათვის

აგარაკზე, ქალაქგარე სახლში, პანსიონატსა თუ, გნებავთ, სასტუმროში, დასვენება ასოცირდება სრულ მოდუნებსა და სიმშვიდესთან. სწორედ ამიტომ გვსურს აგარაკზე მისვლა, საცურაო აუზში ცურვა, სხეულითა და სულით დასვენება. სააგარაკო საცურაო აუზი, შესაძლოა, შეუცველელი აღმოჩნდეს არა მხოლოდ მასპინძლებისთვის, არამედ მათი სტუმრებისთვისაც. ხოლო ბავშვებისათვის, ეს ხომ მუდმივი სიხარულის მომნიჭებელი ნამდვილი სათამაშო მოედანი იქნება. პლასტიკური აუზის ყიდვა ლოგიკური და პრაგმატული გამოსავალია საცურაო გასართობი ადგილის მოსაწყობად აგარაკზე და კერძო სახლში.

რას წარმოადგენს პლასტიკური საცურაო აუზი?

პლასტიკური საცურაო აუზი – მინიმუმ 4 მმ. სისქის პოლიპროპილენის ფირფიტებისაგან შედუღებული აუზის თასია. თანამედროვე პლასტიკის მასალის აუზები მზადდება პოლიფუზიური თერმული შედუღების გზით. მეტი სიმყარისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად მათში გამოიყენება სიმტკიცის სპეციალური წიბოები, რომელთა შედუღება ხორციელდება გვერდებზე.

პლასტიკური აუზები წესისამებრ თავსდება წინასწარ გამზადებულ ქვაბულში. ამასთან, თანამედროვე პლასტიკური საცურაო აუზების დამზადების ტექნოლოგია იძლევა, როგორც მათი წინასწარ, ასევე ადგილზე, ქვაბულში მოთავსების წინ, შედუღების შესაძლებლობას.

პლასტიკური აუზის ფორმა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი:

  • მრგვალი
  • ოვალური
  • მართკუთხა
  • კომბინირებული

ზომების ჩერჩევაც შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი მოთხოვნილების შესაბამისად: მინი აუზებიდან 9 ტონამდე წყალწყვის აუზებამდე.

თნამედროვე პლასტიკური საცურაო აუზი მესაკუთრის შეხედულებისამებრ შეიძლება აღჭურვილ იქნეს დამატებითი მოსახერხებელი მოწყობილობებით:

  • წყლის გამათბობლები
  • წყლის ტემპერატურის მარეგულირებლები
  • წყალქვეშა სანათებით
  • ჰიდრომასაჟით
  • გეიზერით

საცურაო–აუზის–მონტაჟიპლასტიკური აუზების უპირატესობანი სხვა ტიპის აუზებთან შედარებით

  • დაბალი ღირებულება. პლასტიკური აუზის ყიდვა და მონტაში ნამდვილად ეკონომიური გადაწყვეტილებაა ოჯახის, ან სასტუმროს, პანსიონატის ბიუჯეტისათვის. გამოირიცხება აუზის ბათქაშით დამუშავებისა და მისი შემდგომი მოპირკეთების სამუშაოების ხარჯები, რაც სხვათა შორის ღირებულების 30–50% შემცირების ტოლფასია.
  • დარტყმებისა და გაღუნვებისადმი მდგრადობა. აუზების პოლიპროპილენის მასალისაგან დამზადება მათი გამძლეობის გარანტიაა.
  • მონტაჟის სიმარტივე. პლასტიკის საცურაო აუზი მზად არის ექსპლუატაციისათვის მონტაჟიდან, უკვე 3 დღის შემდეგ, ეს მაშინ, როცა ბეტონის საცურაო აუზის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ 90 დღის შემდეგ.
  • თბოიზოლაცია. დაბალი თბოგამტარიანობის მქონე პოლიპროპილენი დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოს, რაც გამოგიზოგავთ წყლის გათბობაზე დახარჯული ენერგიის ხარჯებს.
  • ჰიდროიზოლაცია. პლასტიკური მასალა უზრუნველყოფს საცურაო აუზის 100%–იან ჰერმეტიზაციას.
  • მზა მოპირკეთებული ზედაპირი. არ არის საჭირო დროისა და სახსრების ხარჯვა კაფელისა თუ მოზაიკის შერჩევაზე საბოლოო საფარის მოსაწყობად.
  • ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ მდგრადობა. საცურაო აუზი ინარჩუნებს თავის პირვანდელ შეფერილობას უცვლელად 20 წლის განმავლობაში.
  • ეკოლოგიურობა. პლასტიკური საცუარო აუზი ეკოლოგიურად ჯანსაღი მასალაა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

 აუზის მონტაჟი

აუზის ჩადგმის პროცესი შემდეგი ეტაპებისაგან შედგება:

  • ადგილის არჩევა მიწის ნაკვეთზე, სადაც მოხდება მონტაჟი. ამ ეტაპზევე უნდა დადგინდეს მისი ფორმა და ზომებიც. თუ მიწის ეკონომიის აუცილებლობა არსებობს, მაშინ გხსოვდეთ, რომ საცურაო აუზი ყველა მხრიდან საჭიროებს 1 მეტრი სიგანის ფართობს.
  • ქვაბულის მომზადება. მისი სიღრმე დამოკიდებული იქნება აუზის კედლების სიმაღლეზე, რომელსაც დაემატება 0,5 მეტრი სიმაღლე. ამ ეტაპზე უნდა იზრუნოთ კომუნიკაციების მიყვანის საკითხზე აუზამდე, მისი წყლით ავსებისა და ჩამოცლის მიზნით.
  • საფუძვლის გამზადება, რაზეც დაიდგმება საცურაო აუზი. ამ მიზნებისათვის გამოსადეგია თავისებური „ბალიში“ ქვიშისა და ღორღისაგან. შემდეგ ხორციელდება ბეტონის ფენის მოსხმა გამზადებულ საფუძველზე.
  • საცურაო აუზის თასის დამაგრება და მისი ყალიბით გარშემორტყმა.
  • დამატებითი მოწყობილობების მიმაგრება.

 

საცურაო აუზის მოვლაპლასტიკური–აუზის–მოვლა

პლასტიკურ აუზში სისუფთავის დასაცავად არსებობს შემდეგი ღონისძიებები:

  • მექანიკური გაწმენდვა. მთავარი პრობლემა ფოთლების, მწერების, მტვერის, ჭუჭყის ცვენაა მასში. აუცილებელია რეგულარული (სასურვბელია ყოველდღე) გაწმენდვა ჩოგანბადის ან სკიმერის მეშვეობით. მექანიკური წმენდვა აუცილებელია წყლის დაცლის დროსაც, როცა წყდება აუზის გამოყენების პერიოდი, ისევე, როგორც, საცურაო სეზონის დაწყებამდე, წყლის უშუალოდ ავსების წინ.
  • ფილტრაცია. თვალისთვის უხილავი დაჭუჭყიანება შესაძლებელია მოშორებულ იქნეს მხოლოდ ფილტრების მეშვეობით. ყველა ფილტრი საცურაო აუზისთვის იყოფა სამ ტიპად:
  • ქვიშის ფილტრები
  • კარტრიჟული ფილტრები
  • დიატომური ფილტრები

დეზინფიცირება. ქიმიური პრეპარატები დაგეხმარებათ აუზის გაწმენდვაში ბაქტერიებისა და სხვადასხვა სახის დაბინძურებისაგან.

აუზის  დეზინფიცირება ხორციელდება შემდეგი პრეპარატებით:

  • ქლორი
  • ბრომი
  • აქტიური ჟანგბადი

პლასტიკური–აუზის–ზამთრის–კონსერვირებასაცურაო აუზის კონსერვაცია ზამთრის სეზონზე

ზამთრის პირველი სიცივეების დადგომამდე აუცილებელია საცურაო აუზის მომზადება ხანდრძლივი სიცივეებისათვის. აუზი რომ არ გაფუჭდეს, აუცილებელია რამოდენიმე ღონისძიების ჩატარება:

  1. წყლის დაცლა. ამასთან, გახსოვდეთ, რომ სრულად წყლის დაცლა არ შეიძლება. მისი დონე აუზში უნდა დარჩეს ჩამოსასხმელი სარქველის დონეზე 10 სანტიმეტრით დაბლა. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ მინუსური ტემპერატურის შემთხვევაში პლასტიკური აუზის ზედაპირი არ დასკდეს.
  2. კომპენსატორების დაყენება. აუზის მთელ პერიმეტრზე, ერთმანეთისაგან 50 სმ–ის დაშორებით მაგრდება, ნახევრამდე ქვიშით შევსებული პლასტიკური მოცულობები. ამით დაიცავთ აუზს მისი კედლების შიგნიდან გამოღუნვისაგან.
  3. დამატებითი დასამაგრებელი მოწყობილობების მოხსნა.
  4. აუზის დახურვა საზამთრო ტენტით.

 

პლასტიკური აუზის ყიდვა

პლასტიკური აუზის ყიდვა სულ უფრო პოპულარული ხდება, არა მხოლოდ იმიტომ რომ ისინი უზრუნველყოფს სრულფასოვან დასვენებას წყლის პროცედურებით, არამედ იმიტომაც, რომ ფლობს აშკარა პრაქტიკულ უპირატესობებსაც. პლასტიკური აუზები ადვილი ასარჩევია საკუთარი გემოვნების მიხედვით, ისინი ლამაზი და ფუნქციონალურია, ეკონომიური და ადვილი დასადგმელი და მოსავლელია.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

twelve − eleven =

clear formPost comment