+(995) 599 03 59 48

Info.bnvgeorgia@gmail.com

telephone-min.png

საცურაო აუზის ყიდვა რატომ არის მომგებიანი ჩვენთან?

საცურაო აუზის ყიდვა – დიდი არჩევანი, მისაღები ფასი

საცურაო აუზისათვის უახლესი, ინოვაციური პოლიპროპილენისა და პოლიეთილენის მასალისგან რეზერვუარების დამზადება კომპანია BNV-სათვის არახალია. სწორედ, საცურაო აუზის ყიდვა რომ შეძლოთ თქვენი სახლებისათვის, აგარაკებისა თუ სასტუმროებისთვის და შეიძინოთ გართობისა და დასვენების ერთერთი უსაყვარლესი ადგილი მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენი კომპანია დაარსდა ჯერ კიდევ, 1992 წელს უკრაინაში, ხოლო საქართველოში წარმოდგენილი ვართ 2016 წლიდან. ამ 25 წლიანი, მუშაობის საერთო ვადის განმავლობაში საწარმომ შეძლო სრულყოფილების მიღწევა აღნიშნულ სფეროში. თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებამ, პროფესიონალურად განსწავლულმა პერსონალმა, დათქმულ ვადებში შეკვეთების დამზადებამ და საკუთარმა დისტრიბუციამ ჩვენი საწარმო ნომერ პირველ კომპანიად აქცია უკრაინაში და ალბათ ხვდებით, რომ სწორედ იმავეს ვაპირებთ საქართველოშიც, სამეზობლოშიც და მივიწევთ კიდევაც მიზნისაკენ.

მომხიბვლელი ფასი, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა შემოსავლის მქონე პოტენციური მყიდველისათვის ბრწყინვალე და ბედნიერი შესაძლებლობის მიცემის კონცეფციას, კონკურენტებთან მიმართებაში ჩვენი მთავარი უპირატესობაა. არჩევანი საკმაოდ დიდია და ყველა მყიდველი შეძლებს საკუთარი „სიხარულის“ პოვნას ჩვენს ფართო ასორტიმენტში. საცურაო აუზისათვის რეზერვუარების დამზადების საკუთარი წარმოება უამრავ პერსპექტივას გვიქმნის ღირსებასთან ერთად. პოტენციური კლიენტების მოსაზიდად ჩვენ ძალგვიძს საბოლოო პროდუქტის საბაზრო ღირებულების რეგულირება. საბითუმო მიწოდება, ფასდაკლება, აქციები – საქმოსანი ადამიანების ხელსაწყოებია. ჩვენი კომპანია, BNV – სთან მოლაპარაკება ადვილია. დაგვიკავშირდით და დარწმუნდით.

პროდუქციის ასორტიმენტი მყიდველის გაოცებას გამოიწვევს. საკუთარი საწარმოო სიმძლავრეების ფლობის წყალობით კომპანიას არ ემუქრება საჭირო პროდუქციის უკმარისობა. პოლიეთილენისა და პოლიპროპილენისგან დამზადებული ვერტიკალური და ჰორიზონტალური, საკვები და საყოფაცხოვრებო მოცულობები ელოდება თავის მყიდველს მზა პროდუქციის საწყობებში. კომპანიას ძალუძს ინდივიდუალური შეკვეთების დამზადება – დაგვისახეთ ამოცანა, დაგვინიშნეთ ვადები და დაგიმზადებთ პროდუქციას.

პასუხისმგებლობა გასაღებული საქონლისათვის – არის კონკურენტებისაგან ჩვენი განმასხვავებელი ფაქტორი. კომპანია BNV გაძლევთ გარანტიას და ასევე, ახორციელებს პლასტიკური რეზერვუარების შეკეთებას. ჩვენთვის ძვირფასია თითოეული მყიდველი და მზად ვართ შევასრულოთ დასახული ამოცანა დროულად და საფუძვლიანად. ვახორციელებთ პლსატიკური რეზერვუარების შეკეთებას საწარმოს ტერიტორიაზე, ამ მიზნებისათვის მოწყობილია სპეციალური საამქრო და ფართი სატესტო ცდებისათვის.

მაშ ასე, თუ დიდი ხანია ფიქრობთ მოიწყოთ საკუთარ სახლში, ქალაქგარე აგარაკზე, ასევე, სასტუმროსა და დასასვენებელ პანსიონატში, ზაფხულის ცხელ დღეებში საყვარელი „თავშესაფარი“, გაგრილების კუნძული, საცურაო აუზის ყიდვა შეგიძლიათ ჩვენთან – პროფესიონალური პასუხისმგებლობისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია BNV-ში.

Start typing to see products you are looking for.
0 სურვილები
Მაღაზია
მთავარი