სტატიებიპოპულარული–საცურაო–აუზი

პოპულარული საცურაო აუზი თუ ბეტონის რეზერვუარი?   

ჩვენი სტატიის მიზანია დავანახოთ პოტენციურ მომხმარებლებს სათაურში აღნიშნული ტიპის ხელოვნური რეზერვუარების უპირატესობები და ნაკლოვანებები მათი შედარების გზით. ბოლო წლების პოპულარული საცურაო აუზი – კომპოზიტური ან ე.წ. მინაბოჭკოვანი ჩვენი კომპანიის ასორტიმენტში ფართოდ არის წარმოდგენილი და შეგიძლიათ შეიძინოთ. ხოლო თუ სურვილი გაქვთ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ რომელი საცურაო აუზი უფრო გაწყობთ გაეცანით სტატიას მათი სახეობების შესახებ.

  • ბეტონის–აუზი

    ბეტონის–აუზი

    მონტაჟის სიმარტივე და სისწრაფე. კომპოზიტური აუზის მონტაჟი საკუთარი ძალებითაც კი შესაძლებელია 5 – 10 დღის განმავლობაში. ბეტონის აუზის მშენებლობის ხანგრძლივობა კი 2 – 3 თვეს გასტანს, თანაც მხოლოდ კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩართვით. სამშენებლო გამოცდილების არქონის შემთხვევაში კი საკუთრი ძალებით ბეტონის აუზის მშენებლობა წარმოუდგენელი და შეუძლებელია, ხოლო შეცდომების დაშვების შემთხვევაში შედეგები მეტად მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს.

  • მზა კომპოზიტური აუზის ღირებულება იგივე ზომის აშენებულ ბეტონის აუზთან შედარებით 30–70%–ით იაფია.
  • გასაგები და დათვლადი ხარჯები. კომპოზიტური აუზის შეძენის წინ შესაძლებელია ყიდვასთან, მიტანასა და მონტაჟთან დაკავშირებული ხარჯების 90–95 %–ის სიზუსტით დადგენა. ბეტონის აუზის მშენებლობის შემთხვევაში ხშირია არასათანადო ხარისხთან, მემონტაჟეების მუშაობის არასაკმარის კონტროლსა და გამოუცდელი კლიენტების შეგნებულად შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებული (უსწორმასწორო კედლები ჩასხმის შემდეგ, შეფიცვრის ძვრა, ხარვეზი, მასალების მომეტებული ხარჯები, მთი ჩანაცვლება უფრო იაფფასიანი ანალოგებით ან მათი მითვისება, ხარჯების შემცირება დასაწყისში მათი შემდგომი გაზრდის მოთხოვნით და ასე შემდეგ) გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოშობა.
  • მომსახურების მოხერხებულობა. პოპულარული საცურაო აუზი, უფრო ზუსტად კი კომპოზიტური თასი პრაქტიკულად არ მოითხოვს მოვლას. საკმარისია მისი ზედაპირის მოწმენდა წელიწადში 1–2–ჯერ ჩვეულოებრივი სარეცხი საშუალებებით. ხოლო მოზაიკით მოპირკეთებული ბეტონის თასები მოითხოვს რეგულარულ წმენდას ფილათა შორის ბლომად არსებული ნაკერების გამო, რომლებშიც გროვდება სიბინძურე და მრაბვლდება ბაქტერიები და სოკოები.
  • უფრო დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები წყლის სისუფთავის შენარჩუნების მიზნით გლუვი ზედაპირისა და წყლის გათბობაზე კომპოზიტის დაბალი თბოგამტარობის წყალობით.
  • დეტალების მინიმალური რაოდენობის, მშენებლობის პროცესში დაშვებული მცირე სიმრავლის შეცდომების, ჰიდროიზოლაციის მოწყობის, ფილების დაგებისა და აპკის შედუღების მიზეზით განპირობებული უფრო მაღალი საიმედოობა
  • შეკეთების შესაძლებლობა. კომპოზიტური თასის ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა საკმაოდ ადვილი მოსაგვარებელია სწრაფი და მარტივი შეკეთების მეშვეობით (ნაფოტი, ბზარი). ბეტონის თასის შეკეთება მოითხოვს კვალიფიცირებული სპეციალისტის ჩართულობას და დროის დანახარჯებსაც.
  • შეკეთების დაბალი ფასი ბეტონის თასის ძვირადღირებულ შეკეთებასთან შედარებით (ბზარების ამოქოლვა, მომძვრალი ფილა, გახეული აპკის აღდგენა ან შეცვლა).
  • დემონტაჟის შესაძლებლობა აუცილებლობის შემთხვევაში. ბეტონის თასის დემონტაჟი შეუდარებლად რთული, ხანგრძლივი და ძვირადღირებულია.
  • დეფორმაციებისა და ძვრების მიმართ მდგრადობა. კომპოზიტური თასის ელასტიურობისა და ფორმის შეცვლის თვისების წყალობით იგი ადვილად უძლებს გრუნტის მცირე ძვრებს რაიმე სახის დაზიანის გარეშე. ბეტონის თსი კი მსგავს შემთხვევაში უმალვე იბზარება.

კომპოზიტური აუზების ნაკლოვანებებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

  • მზა შენობებში დადგმის შეუძლებლობა.
  • შორეულ რეგიონებში მიტანის დიდი ხარჯები.
  • კომპოზიტური თასების ზომების პარამეტრებისა და ფორმების ნაირსახეობათა შეზღუდულობა.
  • ყველაზე იაფფასიანი მასალების (გელკოუტებისა და ფისების) გამოყენებით წარმოებასთან დაკავშირებული საწარმოო ხარვეზების შესაძლებლობა, რაც გამოვლინდება რამოდენიმე წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ.

ამ ნაკლოვანებების მიუხედავად ჯამური მაჩვენებლებით კომპოზიტური აუზები გაცილებით სჯობს სხვა მასალებისგან დამზადებულ წყლის რეზერვუარებს.

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

4 × three =

clear formPost comment