ბეტონის აუზები

ბეტონის აუზები
Play Video

რა შემთხვევებშია უფრო ლოგიკური BETER სერიის ბეტონის აუზის მშენებლობა

ბეტონის აუზის მშენებლობა მიზანშეწონილობის ჭრილში

ბაზარზე ბოჭკოვანი მინისგან დამზადებული (მინაბოჭკოვანი) აუზების გამოჩენის შემდეგ ყველას აინტერესებს – რომელია უკეთესი: მინამოჭკოვანი აუზის მონტაჟი, თუ ბეტონის აუზის მშენებლობა? ამ შეკითხვას განაპირობებს ის გარემოება, რომ ფირმების უმრავლესობა დასპეციალიზებულია მხოლოდ ერთი სახეობის აუზის მშენებლობაზე. ამიტომაც გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რომელიმე კომპანია ასრულებს მინაბოჭკოვანი აუზების მონტაჟს, იგი მხოლოდ ამ კომპოზიტური აუზების გაღმერთებით არის დაკავებული. პირიქით არის მათთვის, ვისი მთავარი ბიზნეს მიმართულება ბეტონის აუზების მშენებლობაა. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელის რეკლამირებით არიან დაკავებულნი და ვერც კი წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება აუზის აშენება ბეტონის გარეშე.

ჩვენ გაგიმარტივებთ არჩევანის გაკეთების პროცედურას და შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფაქტორს იმისათვის, რათა მიიჩნიოთ ბეტონის აუზის მშენებლობა თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად.

რატომ უნდა აირჩიოთ ბეტონის აუზი:

  • გსურთ ძალიან რთული ფორმის ან ზომების (როგორც წესი, სიგრძეში 12 მეტრზე მეტი და სიგანეში 4 მეტრზე მეტი) აუზის მშენებლობა. ასეთი დიდი ზომის აუზების შემოთავაზება ტექნიკურად აღარ შეუძლიათ კომპოზიტური, ანუ იგივე, მინაბოჭკოვანი აუზების მწარმოებლებს.
  • გნებავთ, რომ თქვენი აუზის სიღრმე აღემატებოდეს 2 მეტრს იმისათვის, რათა შეძლოთ ტრამპლინის დაყენება და დიდი სიმაღლიდან აუზში ხტომით დატკბეთ.
  • თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს აუზის მოპირკეთებული ზედაპირის ყოველწლიურად ერთხელ მცირე რემონტისა და 8 წელიწადში ერთხელ კი კაპიტალური რემონტის წარმოება.
  • საკმარისი დროის გამოყოფა შეგიძლიათ კვირაში ერთხელ ბეტონის აუზის ზედაპირის დასასუფთავებელი სამუშაოებისათვის.
  • გსურთ, რომ თქვენი ბეტონის აუზის მშენებლობაში გამოყენებულ იქნას ბუნებრივ მასალათა მაქსიმუმი.
  • თქვენს ნაკვეთზე გსურთ შექმნათ ნამდვილი პლაჟის სრული ვერსიის იმიტაცია.
  • თქვენ საკმარისად გაგაჩნიათ დრო, დაგეგმოთ ბეტონის აუზის პროექტირება და მშენებლობა, რასაც ესაჭიროება 4–დან 7 თვემდე.
  • დაბოლოს, მზად ხართ გაიღოთ საკმაოდ დიდი ხარჯები საკუთარი აუზის ასაშენებლად.

დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ობიქტური მიზეზები იმისათვის, რომ ბეტონის აუზის მშენებლობა ერთადერთ მიზანშეწონილ ვარიანტად აღმოჩნდეს. თუ ზემოთ ჩამოთვლილი 8 ფაქტორი თქვენთვის საკმარისი აღმოჩნდება გადაწყვეტილების მისაღებად, ჩვენი ეს მცირე მისიაც შესრულებული იქნება. მზად ვართ საუკეთესო სულისკვეთებითა და საქმიანი მიდგომით ფრთები შევასხათ თქვენს ლამაზ ოცნებას.

ბეტონის აუზები

როგორ მიმდინარეობს ბეტონის აუზის მშენებლობა

ბეტონის აუზები
1. ქვაბულის მომზადება
ბეტონის აუზები
2. არმატურის კარკასის შეკვრა
ბეტონის აუზები
3. კედლის პანელების მონტაჟი
ბეტონის აუზები
4. პანელების ერთ დონეზე დამაგრება
ბეტონის აუზები
5. კედლის პანელების მონტაჟი დასრულდა
ბეტონის აუზები
6. აუზის თასის კედლების ბეტონირება
ბეტონის აუზები
7. აუზის თასის ფსკერის ბეტონირება
ბეტონის აუზები
8. აუზის თასის ბეტონირება დასრულდა
ბეტონის აუზები
9. ბეტონის აუზის თასი მზად არის

„გამაგრებული ბეტონის კონსტრუქციის“ კონცეფცია

 

კომპანია B.N.V. – მ შეიმუშავა „გაძლიერებული ბეტონის კონსტრუქციის“ კონცეფცია. აუზის თასის კარკასის აწყობა ხორციელდება კონსტრუქტორის პრინციპით. 1 მეტრი სიგრძის მქონე კედლის პანელების მეშვეობით, რაც მოგცემთ საშუალებას, ნებისმიერი ფორმისა და სიღრმის ბეტონის აუზის მშენებლობა სასურველ რეალობად აქციოთ. პანელების ღრუ ბეტონით ივსება: ასეთი ნაგებობა ყინვაგამძლე და ნიადაგის მოძრაობის მიმართ მდგრადი იქნება. 2004 წლიდან მოყოლებული, ბევრ ობიექტზე მსგავსი ბეტონის კონსტრუქციის სიმყარის დასადგენად ჩატარებული ცდები მწარმოებელ ფირმას საშუალებას აძლევს თითოეულ ბეტონის აუზის თასზე გასცეს 10 წლიანი გარანტია.

ბეტონის აუზები

ბეტონის აუზის მშენებლობა ჩვენი ტექნოლოგიების წყალობით ფუნდამენტის შექმნის აუცილებლობისგან თავის დაღწევის საშუალებას იძლევა, ვინაიდან გამზადებული აუზები მაგრდება თვით არსებულ გრუნტზე. გაცილებით მცირდება სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობა და ღირებულება კედლის პანელების გამოყენებისა და აუზის თასის ფსკერისა და კედლების ერთდროული ჩაბეტონების ხარჯზე. ამის შემდეგ აუზი გამზადებულია მოსაპირკეთებლა. ჰერმეტულ ლაინერს (საფარს) ამაგრებენ აუზის ბორტის ზედა კიდეზე და შლიან (აფენენ) მას თასის შიგნით. ლაინერი აუზის კადლებს წყალგაუმტარს, ხოლო მის მომსახურებას მარტივს ხდის. საცურაო აუზის თასში არ არსებობს მილებისათვის არავითარი ხვრელები, რასაც შესაძლებელს ხდის კომპანია B.N.V.Georgia – ს მიერ გამოყენებული ფილტრაციის ჩაკეტილი სისტემის ტექნოლოგია. ეს კი თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს წყლის გადინების ალბათობას. აუზისათვის აუცილებელი ყველა მოწყობილობა მაგრდება აუზის ბორტის ზედა კიდეზე. აუზებისათვის ფილტრაციის ჩამოსაკიდი სისტემები და უკუდინების სისტემები საკუთარ თავზე იღებს წყლის მომზადების, განათების უზრუნველყოფის, წყლის ინტენსიური დინების შექმნისა და ბევრი სხვა ფუნქციონალის საკითხის მოგვარებას.