Description
სკიმერული საცურაო სპა აუზი MIRAGE 2 – აღწერილობა
პრემიუმ სერიის კომპოზიტური, სკიმერული საცურაო სპა აუზი MIRAGE 2 საბიუჯეტო ვარიანტია. კომპოზიტური აუზების შესახებ გაეცანით სტატიას. სკიმერული აუზი – თანამედროვე აუზების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. თავისი პოპულარობა მოიხვეჭა შედარებით მარტივი მოწყობილობით, მოხერხებული ექსპლუატაციითა და მშენებლობის დაბალი ფასით გადასაშვები ტიპის საცურაო აუზებთან შედარებით. სკიმერული თავისთავად მიუნიშნებს შემდეგს: აქ საკვანძო როლს აუზის გასაწმენდი ფილტრები თამაშობს. წყლის ცირკულირება ხდება, შესაბამისად, სკიმერის მეშვეობით, რომელიც გასაწმენდად იღებს წყლის ზედა ფენას ჰიდრომოწყობილობის ზედაპირიდან. ფილტრაციის ასეთი სისტემა ყველაზე ოპტიმალურია მცირე ზომის სტაციონალური აუზებისათვის, სწორედ ამიტომაც ხშირად გამოიყენება კერძო ხელოვნური წყალსაცავებისათვის კოტეჯში და აგარაკზე.
ეს მინი სკიმერული საცურაო სპა აუზი გათვლილია 5–7 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფზე, ამასთან იკავებს მინიმალურ ადგილს. ამიტომაც, სპა აუზი MIRAGE 2 – იდეალური გადაწყვეტილებაა სახლში, კოტეჯში ან აგარაკზე, მცირე wellness – კომპლექსებში, სასტუმროებში, კომერციულ აბანოებში. აუზის დამონტაჟება შესაძლებელია, როგორც შენობაში, ასევე, გარეთაც და ყველგან სიხარულს მოგგვრით სიკოხტავითა და ფუნქციონალურობით. აერო და ჰიდრო მასაჟი შეგძენთ სიმხნევის მუხტს, სილამაზესა და შესანიშნავ განწყობას თქვენ და თქვენს ახლობლებს.