Description
მრგვალი საცურაო აუზი MIRAGE 1
კომპოზიტური მრგვალი საცურაო აუზი სპა აუზით MIRAGE 1 – ეს პრემიუმ კლასის აუზი არა მხოლოდ ჰიდრო მასაჟის პროცედურებისთვის არის განკუთვნილი, არამედ წარმოადგენს SPA სალონს, სადაც ადამიანს შეუძლია მოდუნდეს მეგობრების წრეში დატვირთული სამუშაო, სპორტული, თუ სხვა მოვლენებით სავსე დღის შემდეგ (შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას კომპოზიტური საცურაო აუზის შესახებ). ჰიდრომასაჟი ხსნის ნებისმიერ დაძაბულობას, აღადგენს ორგანიზმის სასიცოხლო ძალებსა და ენერგიას. მეცნიერების მიერ უკვე დიდი ხნის წინ დამტკიცებულია, რომ რეგულარული სპა პროცედურების მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გამდიდრებასა და კანის გაახალგაზრდავებას. ასეთი მცირე ზომის, კოხტა, მრგვალი საცურაო აუზი MIRAGE 1 გაჩუქებთ სიმშვენიერეს სახლში, აგარაკსა თუ კოტეჯში, მშვენივრად შეერწყმება თქვენს ლანდშაფტურ დიზაინს, თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს მოგანიჭებთ რელაქსსა და კომფორტს. მისი ხელმისაწვდომი ფასი კი ოჯახისთვის სასარგებლო, მომგებიანი და მრავალწლიანი შენაძენის განხორციელების საშუალებას იძლევა.
ჩვენს ასორტიმენტში არსებული სხვა ტიპისა და მასალისაგან დამზადებული საცურაო აუზების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას მითითებულ ბმულზე.