საცურაო აუზი GLORIA 2

7,260.00

დიამეტრი: 2.2 m | სიღრმე: 1.5м

 

null

ფერი: ლურჯი, თეთრი

7260 GEL
null

ფერი: 3D ULTRA

7920 GEL
null

ფილტრაციის სისტემა

+ 7755 GEL

გამოთვალეთ აუზის სრული ფასი

Description

საცურაო აუზი GLORIA 2 – მოკლე აღწერილობა

პრემიუმ სერიის, სკიმერული ანუ გადასაშვები ტიპის კომპოზიციური საცურაო აუზი GLORIA 2, იგივე ემბაზი – მცირე ზომის კლასიკური წყალსაცავია კონტრასტული სახეობის წყლის გამაჯანსაღებელი პროცედურების მისაღებად (კომპოზიციური საცურაო აუზების შესახებ გაეცანით ინფორმაციას). დამზადებულია წრის ფორმით. 2,2 მ დიამეტრისა და 1,5 მ. სიღრმის მქონე ფართო საცურაო ემბაზის თასი იძლევა კომფორტული დასვენებისა და მოდუნების საშუალებას. მასში ასევე გათვალისწინებულია ადგილი სპა ზონისათვის. საცურაო აუზში ჩამავალი მოცურების საწინააღმდეგო საფეხურები იმგვარადაა დაპროექტებული, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადგილი დაიკავოს და უსაფრთხო გახადოს წყალში ჩასვლა დიდი და პატარასათვის. საცურაო აუზი GLORIA 2 განკუთვნილია მონტაჟისათვის, როგორც შენობის შიგნით, ასევე, ღია ცის ქვეშ – კერძო სახლის, აგარაკისა თუ კოტეჯის ეზოში. მოხერხებული და წყალში უსაფრთხო ჩაშვების საფეხურები, ასევე მშვენივრად გამოგადგებათ მზის სხივებზე სანებივროდ ზაფხულში წყლიდან ამოუსვლელად. დეკორაციული დამასრულებელი ფენის სახით გამოიყენება გელკოუტი – ანტიბაქტერიული ფენა. აუზის თასის გარე ზედაპირი მოპირკეთებულია ტოპკოუტით, რაც გრუნტის წყლების დამანგრეველი მოქმედების ბრწყინვალე გამანეიტრალებელია.