Description
საცურაო აუზი GLORIA 1, კომპოზიტური ემბაზი – აღწერილობა
გადასაშვები ღარით აღჭურვილი, პრემიუმ სერიის კომპოზიტური საცურაო აუზი, უფრო სწორედ ემბაზი GLORIA 1 – ეს მცირე ზომის კლასიკური წყალსაცავია კონტრასტული წყლის პროცედურების სისტემით. მისი ლაკონური დიზაინი თავისუფალია ნებისმიერი ზედმეტობებისგან. მეორე მხრივ, სავსებით სრულფასოვანი სიღრმე – 1,5 მ. უთუოდ ზრდის მისი გამოყენების დიაპაზონს. საცურაო აუზი GLORIA 1 იდეალურად გამოადგებათ მათ, ვისაც მოსწონს ცხელი საუნის ან ხამამის (თურქული აბანო) შემდეგ მიიღოს გამაგრილებელი პროცედურები აუზში, ყინულის ტემპერატურის წყალში. გამოდგება ეს ემბაზი, ასევე აგარაკზე, იმ შემთხვევაში, თუ სრულფასოვანი ზომის საცურაო აუზისათვის ადგილის გამონახვა მეტად პრობლემატურია, არადა ზაფხულის ცხელ დღეებში ისე გინდათ ცივ წყალში გაგრილება… ნებისმიერი ამინდის პირობებში, სიცხესა თუ სიცივეში, ემბაზის გამოყენება შეგიძლიათ ჯანმრთელობისა და ძალების კომპლექსური აღდგენისათვის. აუზის ფილტრაციის გადასაშვები სისტემა კი უზრუნველყოფს თქვენი მინი–აუზის სისუფთავეს +