Description
ბოჭკოვანი მინის კომპაქტური საცურაო აუზი BALI
კომპაქტური საცურაო აუზი სპა აუზით BALI – ეს კოხტა, არც თუ ისე მცირე ზომების სპა კომპლექსია ადამიანების ვიწრო წრისათვის განკუთვნილი (ბოჭკოვანი მინის აუზების შესახებ გაეცანით სტატიას). მასში სასიამოვნოდ შეგიძლიათ ერთმანეთთან შეათავსოთ აუჩქარებელი, მეგობრული საუბრები და ჯანმრთელობისათვის, მთელი ნერვული და კუნთოვანი სისტემისათვის მისწრაფებად ქცეული მომადუნებელი ჰიდრო მასაჟის პროცედურები. მოსახერხებელ სავარძლებზე დასვენების პროცესში თქვენს სტუმრებს ეძლევათ გამაგრილებელი სასმელებით, ხილითა და მსუბუქი საუზმეულით სიამოვნების მიღების მშვენიერი შესაძლებლობა. ამ ყველაფრისთვის აუზის თასში გათვალისწინებულია ადგილი კომპაქტური მაგიდისათვის. აქ ასევე, არის ადგილი ბავშვებისათვის, რომლებიც თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ უსაფრთხოდ ინებივრებენ სპა პროცედურებით. ჰაეროვანი წყლის მასაჟი სწრაფად და ადვილად ხსნის ნებისმიერ დაძაბულობას (კუნთოვან, ფსიკიკურ) და ასევე, გაგიძლიერებთ ორგანიზმის იმუნიტეტს. რაც შეეხაბა კოლექტიურ დასვენებას – ეს ხომ უამრავი პოზიტიური შთაბეჭდილების მიღების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კიდევ უფრო დაახლოებას. კომპაქტური საცურაო აუზი BALI, SPA აუზით თქვენი სახლისა თუ აგარაკისათვის სახსრების საუკეთესოდ გამოყენების ერთერთი შესაძლებლობაა, მოიწყვეთ დღესასწაულები და ხალისი სახლიდან გაუსვლელად.
სახლსა თუ აგარაკზე კომპოზიციურის, ანუ იგივე მინაბოჭკოვანის გარდა ჩვენს ასორტიმენტში არის სხვა მასალისგან დამზადებული საცურაო აუზის ყიდვის საშუალება, დაინტერესების შემთხვევაში გაჰყევით მითითებულ ბმულს.