Description
ბოჭკოვანი მინის საცურაო აუზი სახლისთვის ATLANTIDA 8 – აღწერილობა
ბოჭკოვანი მინისაგან დამზადებული და დამატებითი ჰიდროწინაღობის ფენის მქონე საცურაო აუზი სახლისთვის ATLANTIDA 8 – ეს არის მომხმარებლებისათვის უკვე პოპულარულად ქცეული, კლასიკური სტილის აუზის – ATLANTIDA – ს გადიდებული ვარიანტი. (რაც შეეხება, თქვენთვის, შესაძლო, ახალ ტერმინს – მინაბოჭკოვანი საცურაო აუზი – შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას მათ შესახებ.) იგი განთქმულია თავისი კოხტა და მოხდენილი კონტურებითა და ლაკონური შესრულებით. აუზის სიღრმის დონეების ცვალებადობა მოცემული აუზის თასში მშვენიერ შესაძლებლობას აძლევს მშობლებს თავიანთი შვილებისათვის ცურვის გაკვეთილების ჩასატარებლად. ცურვა ხომ ადრეული ასაკიდან ადამიანის გაჯანსაღების, ფიზიკური განვითარების, გაკაჟებისა და მის ცნობიერებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ერთერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
საცურაო აუზი სახლისთვის ATLANTIDA 8 ზემოაღნიშნულ სიკეთეებთან ერთად სახლში შეგიქმნით საოჯახო დასვენებისათვის თვალწარმტაც კუნძულს და იქ გატარებული სასიამოვნო დროის მოგონებებიც შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით ყოველთვის.