Description
ბოჭკოვანი მინის ორიგინალური ფორმის საცურაო აუზი AMAZON
ორიგინალური ფორმის საცურაო აუზი AMAZON – ეს ბრაზილიური სტილი, სპეციალურად შექმნილია აქტიური, კრეატიული ტიპის ადამიანებისათვის, რომლებიც გამოირჩევიან დახვეწილი ესთეტიკური გემოვნებით. ამ მოდელის აუზის თასს უკვე მინიჭებული აქვს 5 ვარსკვლავი გამორჩეული დიზაინისათვის. რაც შეეხება ბოჭკოვანი მინისგან დამზადებულ აუზებს – გაეცანით სტატიას მათ შესახებ. ასეთი ფორმის შერჩევით უზრუნველყოფილია თქვენი შეუფერხებელი ცურვა აუზის მთელ სიგრძეზე საფეხურების მხრიდან დაბრკოლების გარეშე. ეს კი, ასევე, ხელსაყრელია საფეხურებზე შეწუხების გარეშე წყალში ჯდომით ნებივრობის მოყვარულთათვის დასვენების ზონაში.
ორიგინალური ფორმის საცურაო აუზი AMAZON ბრწყინვალედ დაამშვნებს ნებისმიერი ქალაქგარე აგარაკის, სახლის (და არა მარტო მათი) ლანდშაფტურ დიზაინს. იგი თავისკენ მიიპყრობს სტუმრების, ვიზიტორების ყურადღებას უმალ, რომლებსაც გაუჭირდებათ თავის შეკავება ზაფხულის ცხელ დღეებში ასეთი საცურაო აუზის ცივ წყალში გაგრილების მაცდური სურვილისაგან. დაუვიწყარი რელაქსური დასვენების ყველა სიკეთის შეფასების შემდეგ დარწმუნდებით, რომ საცურაო აუზი – ეს ბრილიანტის თვალია თქვენი საცხოვრებელი სახლის წახნაგში ჩასმული.
გთავაზობთ მეტი არჩევანის სახით ასევე გაეცნოთ სტატიას თუ რა მასალისგან დამზადებული საცურაო აუზი შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან