კარკასული ტიპის ასაწყობი აუზები
ასაწყობი აუზები, უფრო ზუსტად მათი თასები მაგრდება შენობის შიგნით, ან გარეთ, ღია ცის ქვეშ. მისი დამონტაჟება შესაძლებელია, როგორც გრუნტში, ასევე წინასწარ გამზადებულ მკვრივ მოედანზე. კარკასული ტიპის ასაწყობი აუზები წარმოადგენს ჟანგის პროცესისადმი მდგრად რკინის კონსტრუქციას.
აუზის თასში წყლის შესანახად გამოიყენება პოლივინილ ქლორიდის აპკის სპეციალური სადები. საცურაო აუზი გამოირჩევა კონსტრუქციის განსაკუთრებული სიმტკიცით და მთელი რიგი უპირატესობებით.
თასის კორპუსი მდგრადია ფიზიკური დაზიანებებისა და წყლის გაყინვის მიმართ, რაც მის ზამთარში გამოყენების შესაძლებლობასაც იძლევა.
თასი გათვლილია ჩამოსაკიდი მოწყობილობების, ტრაპისა და ჰიდრო მასაჟის სპა პროცედურებისათვის სარქვლების დამაგრებაზე.
ასაწყობი აუზები უპირატესობების ჭრილში
ალბათ საკმარისად გაქვთ წაკითხული მასალები საცურაო აუზის აშენების ან მოწყობის შესახებ, ხოლო თუ ინფორმაციის უკმარისობას განიცდით ჩვენს სტატიებში შეძლებთ შესაბამისი მასალების მოპოვებას. უეჭველად მიხვდებოდით, თუ რა მოცულობის სამუშაოებისა და დროის მონაკვეთს მოითხოვს ამა თუ იმ სახეობის აუზის აშენება (აქ უმთავრესად ბეტონის ტიპის აუზების აშენება გვაქვს მხედველობაში). შესაძლოა გაგიჩნდათ სურვილი უფრო მარტივი, ეკონომიური და სწრაფი გზით აიხდინოთ ოცნება, მაშინ ჩამოვთვალოთ ასაწყობი აუზების უპირატესობები:
- ასაწყობი აუზები მონტაჟდება უმოკლეს ვადებში – 10–დან 15 დღემდე ვადებში;
- ამ ტიპის საცურაო აუზი შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ნებისმიერ თქვენთვის სასურველ, მოსახერხებელ ადგილას;
- შეგიძლიათ განალაგოთ საცურაო აუზი სახლის გვერდით მინაშენში და გააფორმოთ იგი მშვენიერ ზამთრის ბაღის სტილში;
- მასშიც შეგიძლიათ მოაწყოთ წყლის გათბობის სისტემა და იცურაოთ მთელი წლის მანძილზე, ზამთარ ზაფხულ;
- აუზში სიღრმეების სხვაობა შეიძლება შეადგენდეს 0,5 მეტრიდან 2,5 მეტრომდე;
- თქვენ თავად, სურვილისამებრ გაზრდით ან შეამცირებთ მცირე და ღრმა ზონის სიმაღლეს;