მზა კომპოზიციური აუზის ყიდვა შემდგომი მონტაჟითა და დიდი არჩევანით
ჩვენი კლიენტების მტკიცებით მზა კომპოზიციური აუზის ყიდვა საუკეთესო ვარიანტია კერძო სახლებისათვის და არა მხოლოდ მათთვის. ეს აუზების თანამედროვე, მსუბუქი და ეკონომიური ვერსიაა, რომელიც წარმოებულია ქარხნულ პირობებში. რას წარმოადგენს მსგავსი სახეობის აუზი დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში, ხოლო ჩვენს ერთერთ სტატიაში წარმოგიდგენთ, თუ რატომ არის ფრიად სარფიანი საცურაო აუზის ყიდვა ჩვენთან – მწარმოებელთან. ამ რამოდენიმე სიტყვით კი გთავაზობთ მოკლე ინფორმაციას:
იგი წარმოადგენს ცურვისათვის განკუთვნილ დიდი ზომის თასს და მისი მონტაჟი გამართლებულია მაშინ, როცა არსებობს ხანგამძლე, კაპიტალური აუზის სწრაფი დადგმის აუცილებლობა. ეს არის ერთი მთლიანი მონოლიტური კონსტრუქცია და მზადდება უნიკალური, გამძლე, თვალწარმტაცი, 3D და 4D ეფექტის მომხდენი შეფერილობისა და ფორმის სინთეტიკური მასალებისაგან: პოლიეთერული ფისების, მინაროვინგის, მინაქსოვილებისა და ბოჭკოვანი მინისაგან. კომპოზიციური აუზის კორპუსი გამოირჩევა დიდი სიმტკიცით, რაშიც უმთავრესი როლი ბოჭკოვან მინას განეკუთვნება. სწორედ იგი თანაბრად ანაწილებს დატვირთვას მთელ ზედაპირზე. ცდებიც ხომ ამას ამტკიცებს, რომ ბოჭკოვანი მინა რამოდენიმეჯერ აღემატება სიმტკიცის მაჩვენებლით.
რაც შეეხება შეფერილობის, მოცულობითი ეფექტის ფერისა და ფორმის ნაირსახეობას თავად განსაჯეთ ფოტოგალერეაში, ამოირჩიეთ თქვენი მომავალი საყვარელი დასვენებისა და გართობის ადგილი და მხოლოდ 7 დღის განმავლობაში დაგიმონტაჟებთ, ბეტონის დამაბინძურებელი მტვერისა და სამუშაოების გარეშე.