+(995) 599 03 59 48

Info.bnvgeorgia@gmail.com

telephone-min.png

საიმედო საცურაო აუზი კომპოზიტური

კომპოზიტური საცურაო აუზების უპირატესობები პოლიპროპილენის წყალსაცავებთან მიმართებაში

საკუთარ სახლში ხელოვნური წყალსაცავის მოწყობის მსურველები ცოტა არ იყოს დაბნეული იქნებიან ამჟამად ბაზარზე არსებული შეთავაზებებით. რა გასაკვირია, რომ საიმედო საცურაო აუზი მათი მთავარი ინტერესის საგანია, მისაღებ ფასთან ერთად. სწორედ ასეთი საცურაო რეზერვუარის, ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულის – პოლიპროპილენისგან დამზადებულთან შედარებას ეძღვნება ეს სტატია და გთავაზობთ ჩვენს ასორტიმენტში საუკეთესო არჩევანის გაკეთებას. ხოლო, ზოგადად, აუზების ნაირსახეობის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ უფრო დაწვრილებით მიმოხილვას შემდეგ პოსტში.

მაშ ასე, შევუდგეთ შედარებას და არჩევანის კეთებას:

  • მონტაჟის სიმარტივე. კომპოზიტური თასის დამაგრება მოითხოვს 5–10 დღეს და ადვილი დასადგმელია დამოუკიდებლადაც კი. ხოლო პოლიპროპილენის აუზის შემთხვევაში აუცილებელია 1 – 1,5 თვე და მოიცავს ბეტონის საძირკვლის მოწყობას, გარე და შიდა შეფიცვრის (ყალიბის) და ბეტონის კედლების ეტაპობრივ ჩასხმას.
  • მზა კომპოზიტური საცურაო აუზის ღირებულება შეედრება გამზადებული პოლიპროპილენისას (მხოლოდ 10–20%–ითღა აღემატება) მიუხედავად იმისა, რომ თასებს შორის სხვაობა 2–მაგი და 3–მაგიცაა. საქმე ის გახლავთ, რომ კომპოზიტური თასის შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებითი ხარჯების გაწევა მონტაჟზე და არც შრომატევადობით გამოირჩევა ეს პროცესი. რაც შეეხება პოლიპროპილენის თასის მონტაჟს, აუცილებელია არმირებული ბეტონის საძირკველი ფილისა და კედლების ჩასხმა, რაც თავისთავად დაკავშირებულია არმატურის, შეფიცვრის დამატებით საგრძნობ ხარჯებთან და ასევე, შრომატევადობის ზრდასთან. ამასთან. კომპოზიტურ აუზს მეტად ძვირადღირებული და ხარისხიანი ნაგებობის გარეგნობა აქვს პოლიპროპილენის რეზერვუარისაგან განსხვავებით, მისი პირაპირებით, შენადუღი ნაკერებითა და მოუხერხებელი კიბით.
  • კომპოზიტური თასები, ანუ საიმედო საცურაო აუზი ადვილად უძლებს დაბალ ტემპერატურას, მაშინ როცა პოლიპროპილენის აუზი შეიძლება გასკდეს მაგარი ყინვის შედეგად. ეს დაკავშირებულია პოლიპროპილენის სითბური გაფართოების დიდ კოეფიციენტთან (საგრძნობლად იზრდება გახურების დროს და მცირდება ყინვის პირობებში). მსგავს ეფექტს ექვემდებარება მეორადი პოლიპროპილენისაგან დამზადებული აუზები (პოლიპროპილენის ფურცლების ხელმეორედ დამზადების დროს გამოყენებული ნარჩენებისაგან). ასეთი აუზები გამოირჩევა ძალიან დაბალი ფასით.
  • კომპოზიტურ თასს არ გააჩნია პირაპირები და შენადუღი ნაკერი, სუსტი ადგილები, რაც ამცირებს გაჟონვისა და ბზარის გაჩენის რისკებს. პოლიპროპილენის თასი კი ფურცლების შედუღებისაგან მიიღება, ფურცლების პირაპირები კი სუსტი წერტილებია.
  • საიმედო საცურაო აუზი არ ხუნდება დროთა განმავლობაში მზის სხივების ზემოქმედებისაგან. პოლიპროპილენი კი შეიძლება გათეთრდეს შენადუღი ნაკერისა და წყლისგან დაცლილ ღია ადგილებში. ფერთა სხვადასხვაობა შესამჩნევია და ნეგატიურად ვლინდება ობიექტის აღქმაზე.
  • კომპოზიტური აუზის საიმედოობა გაცილებით მაღალია, ვინაიდან იგი შედგება ყველა დატვირთვის იოლად ამტანი მხოლოდ ერთი მთლიანი დეტალისაგან. პოლიპროპილენის აუზებში მათი კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე, ხშირად წარმოიქმნება ბევრი უსიამოვნო პრობლემა (წყლის ჩასვლა ბეტონსა და თასს შორის, წიბოსა და კედლებისგან მოწყვეტა, ბეტონის კიდისგან ბორტის ზედა ნაწიბურის აშრევება და სხვა). უსიამოვნო წვრილმანებია.
    კომპოზიტური აუზის ზედაპირის სიგლუვე შეედრება პოლიპროპილენის რეზერვუარისას, თუმცა გაცილებით მეტი სიმკვრივე აქვს. ამიტომ პოლიპროპილენის აუზები ადვილად იკაწრება, მაგრამ ისინი არანაირად ამცირებს მათ თვისებებს.
  • კომპოზიტური აუზის ფორმა უკვე შეიცავს მოხერხებულ საფეხურებსა და წყალში ჯდომისა და წოლისათვის გამოყოფილ ადგილებს. ხოლო პოლიპროპილენის აუზის შემთხვევაში აუცილებელია მასში უჟანგავი კიბის დაყენება ან სპეციალური კიბის დაღმართის შედუღება. ორივე ეს ელემენტი ზედმეტი ხარჯებია დასაწყისშიც და შემდეგი მომსახურებისთვის.
  • კომპოზიტური აუზის ტრავმაუსაფრთხოება უფრო მაღალია მახვილი კუთხეების არარსებობისა და შიდა ფორმის ღუნვის სინარნარის გამო, ასევე წყალქვეშა კიბეებისა და ბორტების მოცურების საწინააღმდეგო საფარით მოპირკეთების მოწყობის შესაძლებლობით. პოლიპროპილენის აუზს გააჩნია მახვილი კუთხე ბორტის ზედა ნაწიბურთან, ხოლო კიბის ჩასასვლელის შედუღების შემთხვევაში – საფეხურების ნაწიბურებზე. სველ პოლიპროპილენზე მეტად ადვილია ფეხის დაცურება. მსგავსი თავისებურება აქტუალურობას ოჯახში პატარა ბავშვების არსებობის დროს იძენს.
  • გრუნტის წყლების მაღალი დონის შემთხვევაში კომპოზიტური აუზი მარტივად გაუძლებს წყლის ხანგრძლივ დატვირთვას თასის გარედან და ეს არანაირად დაემჩნევა მის საექსპლუატაციო თისებებს. მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს – აუზის გამოდევნა გრუნტიდან თასში წყლის არქონის დროს. ამასთან, მტვრევას ადგილი არა აქვს. პოლიპროპილენის შემთხვევაში კი აუცილებელი იქნება საძირკვლისა და კედლების ბეტონის ძვირადღირებული გარე ჰიდროიზოლაციის სამუშაოები, რაც საგრძნობლად გაზრდის ხარჯებსაც და მონტაჟის დროსაც.
  • კედლებს, საძირკვლის ფილასა და პოლიპროპილენის თასს შორის წყლის მოხვედრის შემთხვევაში წარმოიქმნება წყლის ბუშტები, რომლებსაც შეუძლია პოლიპროპილენის მოწყვეტა წიბოებისაგან, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში.
  • კომპოზიტური აუზების ფერთა არჩევანი პრაქტიკულად შეუზღუდავია და მოიცავს როგორც, ერთფეროვან ტონს, ასევე ბუნებრივი ქვის იმიტაციას ან ბრჭყვიალა ზედაპირებს. პოლიპროპილენის თასების ფერი შემოიფარგლება მხოლოდ ორი ელფერით – ცისფრითა და ლურჯით. ეს დაკავშირებულია ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მდგრადი პოლიპროპილენის თავისებურებასთან.
  • შეკეთების მიმართ კომპოზიტური აუზის ვარგისობა უფრო მაღალია. ნებისმიერი დეფექტი (ჩამონატეხი, ბზარი) ადვილი შესაკეთებელია ადგილობრივად, ამასთან ადვილი შესარჩევია საფარის ფერიც, შეკეთების ადგილი პრიალდება და შეუმჩნევი ხდება. პოლიპროპილენი კი დროთა განმავლობაში კარგავს შედუღების თვისებას, ხდება რა მყიფე. ბზარის გაჩენის შემთხვევაში აუცილებელია დიდი ნაწილის ამოჭრა და მის ადგილას ახალი მასალის ჩადუღება. ამ შემთხვევაში შედუღების ნაკერი საკმაოდ შესამჩნევია, ხოლო ჩადუღებული ნაწილის ფერი მკვეთრად განსხვავდება.
  • კომპოზიტური საიმედო საცურაო აუზი ადვილად უძლებს მზის სხივებისგან გახურებას. პოლიპროპილენის აუზის წყლის გარეშე მზის სხივთა ქვეშ დატოვების შემთხვევაში შეიძლება გადახურდეს, გაიღუნოს თასის შიდა მხარეს, აშრევდეს ბეტონის კედლისგან და შეინარჩუნოს ეს დეფექტები წყლით შევსების შემდეგ.
  • კომპოზიტური თასის დემონტაჟი შეიძლება განსაკუთრებული ხარჯების გარეშე. მსგავსი თავისებურება აქტუალობას იძენს ძველ ადგილას უფრო დიდი ზომების საცურაო აუზის მონტაჟის სურვილის არსებობის დროს, ან მის ადგილზე ახალი ობიექტის მშენებლობის წამოწყების დროს. ამოთხრილი თასის გაყიდვა შეიძლება ნარჩენი ღირებულების ფასად. პოლიპროპილენის თასის დემონტაჟი კი შეუძლებელია ძვირადღირებული და შრომატევადი სამუშაოების ჩატარების გარეშე, ამასთან, თვით აუზი უკვე იმტვრევა და გადასაგდებია.
  • გაჟონვის საწინააღმდეგო საგარანტიო ვადა კომპოზიტურ აუზებზე შეადგენს სულ მცირე 7 წელს. ხოლო პოლიპროპილენის თასის შემთხვევაში მწარმოებელი 1 წლიან გარანტიაზე მეტს ვერ შემოგთავაზებთ.
Start typing to see products you are looking for.
0 სურვილები
Მაღაზია
მთავარი