+(995) 599 03 59 48

Info.bnvgeorgia@gmail.com

telephone-min.png

კომპოზიტური საცურაო აუზი უპირატესობების მხრივ

სტატიის გარდა, რომელშიც დაწვრილებით გავაშუქეთ კომპოზიტური საცურაო აუზი უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ჭრილში, მათი ასავალ–დასავალი, გვინდა იცოდეთ, რომ ჩვენი კომპანიის ასორტიმენტში შეგიძლიათ მზა კომპოზიტური აუზის ყიდვა, ასევე შეარჩიოთ პანელებიანი ასაწყობი აუზები, შეგვიკვეთოთ ტრადიციული ბეტონის აუზის მშენებლობა და თქვენი საყვარელი აუზის ფილტრაცია მიანდოთ ჩვენს მაღალხარისხოვან საწმენდ ფილტრებს.

კომპოზიტური საცურაო აუზი უპირატესობების მხრივ

მინაპლასტიკური მასალისაგან დამზადებული კომპოზიტური წყალსაცავები გარკვეულ უპირატესობებს ფლობს სხვა სახეობის რეზერვუარებთან შედარებით. ეს უპირატესობანი განპირობებულია კომპოზიტური აუზის თასის მშენებლობის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. სწორედ ეს ტექნოლოგიები გამოიყენება მინაპლასტიკური (ფიბერგლას) კატერების, პრემიუმ კლასის ზღვის იახტების, თანამედროვე თვითმფრინავების შემოსვის ელემენტებისა და ძალური დეტალების, ქიმიურად მდგრადი რეზერვუარების, მილებისა და სხვა ნაკათებოთა წარმოების პროცესში.

შევავლოთ თვალი მინაპლასტიკური აუზების უპირატესობებს:

  • ხანგამძლეობა. კომპოზიტური საცურაო აუზი 20–30 წლიან ექსპლუატაციაზეა გათვლილი და ამ ხნის განმავლობაში ინახავს გარეგნობასა და საექსპლუატაციო მაჩვენებლებს. სხვა რომელი სახის ხელოვნური წყალსაცავი, გნებავთ ბეტონის, პოლიპროპილენისა თუ სხვა მასალისაგან დამზადებული აუზი მოგემსახურებათ ამგვარად სახეშენარჩუნებული და ამდენი ხნით?
  • დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები. ასეთ აუზებში წყალი ნელა ცივდება და ელექტროენერგიის ხარჯიც ნაკლებია. ცივ პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება ეს ეკონომია. ცნობისთვის – ბეტონის აუზის შემთხვევაში ელექტროენერგიის დანახარჯი 30–40 % აღემატება კომპოზიტურისას. სისუფთავისა და წყლის გამჭვირვალობის მხარდასაჭერი რეაგენტების ხარჯიც ნაკლებია. წყლის ზედაპირის სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნებაც გამარტივებულია და გამორიცხულია აუზის თასის ძვირადღირებული მომსახურება.
  • მონტაჟის სისწრაფე, სიმარტივე და შედარებით დაბალი ღირებულება. რეზერვუარის დადგმას დასჭირდება დაახლოებით 5–10 დღე. ადვილი მოსაგვარებელია საკუთარი ძალებითაც კი (თუმცა ყოველთვის არა, ნუ გათამამდებით დიდი ზომის წყალსაცავების შემთხვევაში), რაც არ საჭიროებს მაღალი კვალიფიკაციის ქონას.
  • საიმედოობა. კომპოზიტური აუზის ზედაპირს გააჩნია დიდი მდგრადობა ულტრაიისფერი გამოსხივების, მჟავე–ტუტეების, დარტყმითი დატვირთვების მიმართ. მთლიან თასს არ გააჩნია არანაირი ნაკერი, შენადუღი ნაკერი, რაც გაჟონვის აღმოფხვრის გარანტიაა. თვით აუზი კი ერთი დეტალისაგან შედგება, რომლის დამტვრევაც ფრიად გართულებულია. დეტალების მინიმალური რაოდენობა – დაზიანების მინიმალური რაოდენობა.
  • გარეგნობა და ესთეტიურობა. კომპოზიტური საცურაო აუზი გამოირჩევა გაცილებით მომხიბვლელი ფორმებითა და გარეგნობით. ფორმების მხრივ შეზღუდვა თითქმის არ არსებობს, განსაკუთრებული ფორმების შეკვეთაც შესაძლებელია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყველა მწარმოებელი როდი დასთანხმდება ინდივიდუალურ ფორმებს. ხოლო თუ ეს შესაძლებელია ფასი, რა თქმა უნდა გაცილებით მოიმატებს. ასევე აუზი უფრო მარტივი გასაწმენდია დაბინძურების შემთხვევაში სხვა სახეობისა და მასალის რეზერვუარებთან შედარებით. კომპოზიტური თასის ფერი პრაქტიკულად შეუზღუდავია, ასევე ადვილია ბუნებრივი ქვის იმიტირება ან უჩვეულო ელფერის შეძენა მისთვის, მაგალითად ბრჭყვიალა ან სხვადასხვა ჩანართების მეშვეობით.
  • კლიმატურ პირობებათან მაღალტემპერატურული ამპლიტუდის შეგუებლობა. ამ მასალის წყალსაცავებს ძალუძს დაბალი ტემპერატურების ატანა თვისებების შენარჩუნებით. წყლით სავსე კომპოზიტური აუზები ზედმეტი პრობლემების გარეშე გამოიზამთრებს სუსხიან ზამთარში და პაპანაქება ზაფხულსაც მშვენივრად უძლებს დაზიანების გარეშე.

საკმარისად მნიშვნელოვანი უპირატესობებია სხვა ტიპის აუზებთან შედარებით, რათა  საკუთარ საცურაო აუზს მოწყურებული მყიდველი შეჩერდეს კომპოზიტური აუზის ყიდვის გადაწყვეტილებაზე.

Start typing to see products you are looking for.
0 სურვილები
Მაღაზია
მთავარი