სტატიებისაცურაო აუზი ჯანმრთელობისთვის

ზოგი რამ ცურვის შესახებ

ის, რომ ზოგადად ცურვა ჯანმრთელობისა და ფიზიკური განვითარებისათვის ფრიად სასარგებლოა, ალბათ ყველამ ვიცით, ბევრჯერ გვსმენია. (თუ ამ მიზნისათვის გსურთ აუზის ყიდვა, ამ საპასუხისმგებლო ინვესტიციის განხორციელების წინ უნდა შემოგთავაზოთ ჩვენი შემეცნებითი სტატია საცურაო აუზი როგორ შევარჩიოთ სახლისთვის). მაგრამ გაუგონია თუ არა ვინმეს ფრაზასთან – საცურაო აუზი ჯანმრთელობისთვის – ერთად ტერმინი „სიფრთხილის ზომების“ შესახებ? ალბათ ერთადეთი რამ რაც ახლა გონებაში გაგიელვათ არის ის სიფრთხილის ზომები, როგორიცაა თავის არიდება ფიზიკური, მექანიკური დაზიანებისაგან, ფეხი არ დაგიცურდეთ ან არ ჩახტეთ „უადგილი ადგილას“. თურმე არის ზოგი რამ, სინამდვილეში გასათვალისწინებელი.

 

რაში შეიძლება გამოიხატებოდეს ჯანმრთელობაზე შესაძლო ზიანი?

 

ცურვას ახასიათებს რიგი უკუჩვენებებისა, ამიტომ სანამ საცურაო აუზი ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობ თქვენს რეგულარულ საშუალებად იქცეოდეს აჯობებს გაიაროთ თერაპევტის, ორთოპედისა და ნევროპათოლოგის კონსულტაცია. უკუჩვენებები ამ სპორტის სახეობის მიმართ არც თუ ისე ბევრია და ამის მიუხედავად არარეკომენდებულია ცურვა:

– გაცივების, გრიპისა და პნევმონიის დროს;

– კრუნჩხვით გამოხატული ნევროლოგიური გადახრების დროს;

– თნდაყოლილი გულის მანკის შემთხვევაში;

– ეპილეფსიის დაავადების შემთხვევაში;

– საყრდენ–მამოძრავებელი აპარატის ფუნქციის სერიოზული დარღვევისას, როცა ადამიანისათვის აუცილებელია კიდურების მუდმივი ფიქსირება;

– კანის ინფექციური დაავადებებისას, ვინაიდან საცურაო აუზის ქლორის მეშვეობით გასუფთავების გამო, ეს ელემენტი უარყოფითად მოქმედებს კანის საფარზე, ლორწოვან ფსოვილებზე, თმებსა და ფრჩხილებზე. ხშირია ალერგიული რეაქციების გამოწვევის შემთხვევები.

 

წონის დაკლების ბრწყინვალე შესაძლებლობა

 

საცურაო აუზი ჯანმრთელობისთვის–1საცურაო აუზი ჯანმრთელობისთვის შექმნა კაცობრიობამ და ცურვა ზიანის მომტანი არ არის. დატვირთვა თანაბრად ნაწილდება მოცურავის მთელ სხეულზე, აბსოლუტურად ყველა კუნთია დასაქმებული, სახის კუნთებიც კი. ამით უფრო ესმება ხაზი ამ სახეობის უპირატესობას სხვებთან შედარებით: განა სამოყვარეო სპორტი ჯანმრთელობის აღსადგენად, ხელშესაწყობად თუ შესანარჩუნებლად მთელი ჩვენი  კუნთური სისტემის ერთობლივ დატვირთვა – განვითარებაზე არ არის გამიზნული?

ამასთან იოგების დაჭიმვის, კუნთური გადატვირთვებისა და სახსრებზე დატვირთვის რისკი განულებულია. წყლის წინაღობა ჰაერისაზე 12–ჯერ ნაკლებია, ამიტომაც წყალში ცურვისას იხარჯება 400 – 500 კკალ ენერგია, რაც ინტენსიური სირბილის დროს დახარჯულ ენერგიას 25% – ით აღემატება. ამასთან მოძრაობები წყალში მსუბუქი და ნარნარია, ვერ იგრძნობთ კუნთების დატვირთვას, რასაც განიცდით სპორტულ დარბაზში ოფლიანობისას.

სპორტის არც ერთი სახეობა არ ებრძვის ცელულიტს ისე დაუნდობლად როგორც ცურვა, წყალი ახდენს კანის მასაჟს, ზრდის მის ელასტიურობასა და ტონუსს? ახანგრძლივებს მის ახალგაზრდობის ციკლს. აუზში ცურვის დროს ძლიერდება სისხლის მიმოქცევა, სითხე თანაბრად იწყებს ცირკულირებას ლიმფურ სისტემაში, სწორედ ამიტომაც ცურვა მიიჩნევა არა მხოლოდ ცელულიტური ნაგროვების წინააღმდეგ ბრძოლის უებარ საშუალებად, არამედ „ფორთოხლის კანის“ პროფილაქტიკის მეთოდადაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

15 + 2 =

clear formPost comment