+(995) 599 03 59 48

Info.bnvgeorgia@gmail.com

telephone-min.png

საცურაო აუზის ფილტრაციის სისტემის ყიდვა – ფილტრი, უკუდინება

საკიდი მოწყობილობა საცურაო აუზისთვის, ფილტრი, უკუდინება, გამათბობელი

საკიდი მოწყობილობა საცურაო აუზისთვის – წყალსაცავის განუყოფელი კომპონენტია, ფუნქციონალის მიხედვით გასაწმენდ კომპლექსს ხომ კონკურენტი არ გააჩნია. აუზებს ახასიათებს ხის ფოთლების, მტვრის, ნაგავისა და მწერების მოზიდვა, რაც სულ რამოდენიმე დღეში აბინძურებს წყალს. აუზის ხელით წმენდვა სარგებელს ნაკლებად მოიტანს, ხოლო ქიმიური დამუშავება ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია. გამოსავალი ერთია – საცურაო აუზის ფილტრაციის სისტემის ყიდვა ( გასაწმენდი პროფესიონალური მოწყობილობის).

 

დაივიწყეთ გრუნტში წყალგამტარი მილების გაყვანასთან დაკავშირებული სიძნელეების შესახებ, კომპანია BNV,  XXI საუკუნის ტექნოლოგიების საცურაო აუზებს გთავაზობთ. მსგავსი მოწყობილობების მოხერხებულობა და ექსპლუატაციის ხარისხი მწარმოებლებისათვის უმთავრესი ამოცანაა. საცურაო აუზის გასაწმენდი ფილტრი უბრალოდ ჩამოიკიდება აუზის ბორტზე, მეპატრონისათვის მოსახერხებელ ადგილას. გაიყვანეთ აუზამდე ელექტროენერგია და დატკბით გართობითა და დასვენებით.

გასაწმენდი კონსტრუქციის სიმარტივე წარმოაჩენს მეპატრონისათვის მთელ რიგ ღირებულებებს, მაგალითად, მოწყობილობის გაწმენდვა სპეციალისტის მოწვევის გარეშე. წყლის შეწოვა ხორციელდება გვერდითი რაბის მეშვეობით, გადის საფილტრავ ჯიბეს, მიეწოდება ტუმბოს და ბრუნდება უკან, საცურაო აუზში. აუზის გასაწმენდი ფილტრის სრულყოფილი მუშაობის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია მოწყობილობიდან სიბინძურის გამოტანა წელიწადში მხოლოდ ორჯერ.

საცურაო აუზის გასაწმენდი პროფესიონალური მოწყობილობები

საცურაო აუზის გასაწმენდი პროფესიონალური მოწყობილობის ყიდვა მხოლოდ ასორტიმენტის სრული შესწავლის შემდეგ განახორციელეთ, რადგან სწორად შეარჩიოთ თქვენთვის გამოსადები აუზის გასაწმენდი ფილტრი სიმძლავრის მიხედვით. მცირე აუზისთვის საკმარისი იქნება ფილტრი, პროდუქტიულობით 30–50 მ3 /სთ. დიდი ზომის წყალსაცავებისათვის დაგჭირდებათ მძლავრი მოწყობილობები, რომლებიც შეძლებს გადაქაჩოს 60–80 მ3 /სთ.

საკიდი მოწყობილობით აღჭურვილ სუფთა საცურაო აუზში კომფორტულია საღამოს ცურვა, რადგან აუზი მეპატრონის მოსახრეხებლად დაკომპლექტებულია ღამის, ჩაშენებული, წყალსაცავის სრულად გამანათებელი პროჟექტორით. მყიდველის სურვილის მიხედვით გასაწმენდი ფილტრი კომპლექტდება გამათბობელი ელემენტით ან თბოგადამცემით,რომელიც საჭირო ტემპერატურას ინარჩუნებს აუზში. წყალსაცავი გამათბობლით – სამოთხის კუთხეა აუმინდობაში ცურვის მოყვარულთათვის.

საცუტრაო აუზის მშენებლობა სრული ციკლით და უკუდინების ყიდვა საუკეთესო არჩევანი იქნება სპორტსმენებისათვის. გაწმენდვის საკიდი სისტემა ადაპტირებულია საცურაო აუზების პოპულარულ ტიპებთან და არ მოითხოვს წყალსაცავის ბორტების მოდერნიზებას. უკუდინების არსებობა დადებითად აისახება გასაწმენდი მოწყობილობის კონსტრუქციაზე – წყლის მძლავრი ჭავლი არ აძლევს ნაგავს საცურაო აუზის ფსკერზე დაგროვების საშუალებას.

საქართველოს ბაზარზე კომპანია BNV წარმოადგენს საკუთარი წარმოების წყლის ფილტრებს, რომლებშიც გამოყენებული ელექტრონიკა ეკუთვნის ცნობილ ესპანურ ბრენდს – Kripsol. BNV – ს მიერ შეთავაზებული სასიამოვნო ფასები და ენერგოდამზოგველი ხარისხი – კომპანიის უპირატესობებია. საკიდი მოწყობილობა დამზადებულია მყარი პლასტიკური მასალისაგან და შეიცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავს.

საცურაო აუზის ფილტრაციის სისტემის ყიდვა ჩვენთან მარტივია – ამოირჩიეთ მოწყობილობა და გააკეთეთ შეკვეთა. გაგიჩნდათ შეკითხვები – დაურეკეთ მენეჯერს, რომელიც თქვენს შეკითხვებსაც უპასუხებს და რეკომენდაციას გაგიწევთ თქვენი წყალსაცავის რაციონალური გამწმენდი ფილტრაციის სისტემის შერჩევაში. მიტანის პრობლემა საქართველოს ნებისმიერ ადგილში მოხსნილია.

Start typing to see products you are looking for.
0 სურვილები
Მაღაზია
მთავარი