სტატიებიბეტონის საცურაო აუზები

სტაციონალური ბეტონის საცურაო აუზები

ბეტონის საცურაო აუზები

ბეტონის საცურაო აუზები

სამუდამოდ მიჩნეული საცურაო აუზების თასები მზადდება ბეტონისაგან. ასეთ აუზებს არაფრის არ ეშინია და ათწლეულების მანძილზე უწევს მეპატრონეს სამსახურს. კომპოზიტური საცურაო აუზებისაგან მათი მთავარი განსხვავება, ექსპლუატაციის დიდი ხანგრძლივობის გარდა, – მოპირკეთების აუცილებლობაა. სწორედ მოპირკეთება მიანიჭებს თქვენს საცურაო აუზს უნიკალურ და განუმეორებელ იერსახეს. ამჟამად სტაციონალური ბეტონის საცურაო აუზები მოპირკეთდება რამოდენიმე საშუალებით. ყველაზე ხანგამძლე მათ შორის – კაფელ – მეტლახია. არანაკლებ საიმედო მასალაა აუზების მოსაპირკეთებლად მოზაიკა. მისი მეშვეობით შეიძლება საინტერესო მოხატულობებისა და ნახატების შექმნა. რკინაბეტონისგან აშენებული საცურაო აუზების მოპირკეთება ხორციელდება PVC აპკის მეშვეობით (ლაინერით), რომელიც წარმოადგენს დამატებით ჰიდროსაიზოლაციო ფენას, თუმცა დროთა განმავლობაში ისინი ხუნდება, იბზარება და დეფორმირებას განიცდის.

რკინაბეტონის მასალის თასის მქონე საცურაო აუზებიდან შეიძლება გამოვყოთ ფრანგული წარმოების ბეტონის საცურაო აუზები სერია BETER, რომელსაც გააჩნია სპეციალური მოუხსნელი პლასტიკის ყალიბი. ეს კი აუზის მოწყობა – მონტაჟის სამუშაოების ღირებულებას არ ზრდის, როგორც ჩვეულებრივი, კლასიკური რკინაბეტონის აუზების მონტაჟის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ ბეტონის აუზების ღირებულება არ აღემატება საშუალო კლასის ავტომანქანის ფასს, ამასთან აუზის მომსახურება უფრო ნაკლები ფასი დაგიჯდებათ, ავტომანქანასთან შედარებით.

 

პავილიონები საცურაო აუზისათვის

 

საცურაო აუზის პავილიონები

საცურაო აუზის პავილიონები

არის თუ არა საჭირო საცურაო აუზისათვის სახურავი? ამ შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს ყველა ადამიანი, ვისაც უფიქრია თავისი აუზის მოწყობის შესახებ და რა თქმა უნდა, პასუხიც თავად უნდა იპოვოს.

გადახურულ საცურაო აუზში ცურვა ხომ ნებისმიერ ამინდში და წლის ნებისმიერ სეზონში არის შესაძლებელი? საცურაო აუზის მოწყობა შენობაში ყველაზე იდეალურ შემთხვევაში საჭიროა სახლის მშენებლობასთან ერთდროულად. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელად ასეა საჭირო. საცურაო აუზების კომპანიები, რომლებიც პროფესიონალურად ასრულებენ ასეთ სამუშაოებს, ბრწყინვალედ  გაართმევენ თავს ნებისმიერ ამოცანს. საცურაო აუზში შესასვლელის მოწყობა შეიძლება არა მხოლოდ სახლიდან. აუზი შეიძლება წარმოადგენდეს სრულიად ცალკე შენობას მიწის ნაკვეთზე და ასევე, შესაძლებელია შედიოდეს საცურაო კომპლექსშიც.

თუ საცურაო აუზისათვის ცალკე შენობის აშენების სურვილი არ გაგაჩნიათ, შეგიძლიათ საცურაო ზონის ზემოდან აღმართოთ პავილიონი: გამჭვირვალე პოლიკარბონატის გასაწევი (მოსრიალე) ფილები. პავილიონები შეიძლება იყოს სხვადასხვა სიმაღლის. მაღალი სიმაღლის პავილიონებით აღჭურვილ საცურაო აუზებში შეგიძლიათ არა მხოლოდ ცურვა, არამედ მოუხრელად, მთელი სიმაღლით იაროთ აუზის პერიმეტრის გარშემო.

საცურაო აუზის პავილიონები

საცურაო აუზის პავილიონები

პავილიონები იძლევა სითბოს შენარჩუნების, ქარისა და უამინდობისაგან დაცვის, წყლის დაბინძურებისა და ულტრა იისფერი გამოსხივებისაგან დამატებითი დამცველი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობას. სხვა სიტყვებით, ცხელ ამინდში საცურაო აუზის პავილიონის ქვეშ შეგიძლიათ გაჩერდეთ იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებთ და ამასთან, მზის დამწვრობის მიღების შიშის გარეშე. პავილიონებით გადახურული აუზების უპირატესობა ამ ეკანასკნელის გარეშე მოწყობილი აუზებისაგან კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ არ არის აუცილებელი სეზონური კონსერვაციის სამუშაოების ჩატარება, რასაც, წესისამებრ, ახორციელებენ მხოლოდ სპეციალისტები და დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ.

 

საცურაო აუზის ტექნიკური მომსახურება

 

ნებისმიერი საცურაო აუზი მოითხოვს რეგულარულ მოვლას, გაწმენდვასა და ტექნიკურ მომსახურებას. აუზების გაწმენდვა ხდება ჩოგანბადეებით (ეს განსაკუთრებით აქტუალურია ღია საცურაო აუზებისათვის), ასევე ხელსაწყოებით – წყლის მტვერსასრუტებით. წყლის გასაწმენდად რა თქმნა ყნდა, გამოიყენება ასევე, სპეციალური საფილტრავი დანადგარები. კვარცული ქვიშის ფილტრები ითვლება ყველაზე საიმედოებად. თუმცა არსებობს სხვა ვარიანტებიც. წყლის გაწმენდვის მაღალი ხარისხი მიიღწევა სპეციალური მემბრანული ფილტრის მეშვეობითაც. ამასთან, სკიმერული ტიპის ფილტრაციის მთელი სისტემა ძალიან კომპაქტურია და შეიძლება განთავსებულ იქნეს ერთ ბლოკში უკუნაკადის სისტემასთან, კიბესთან და განათებასთან ერთად. იგი ასევე, საკმაოდ მარტივია ექსპლუატაციაში მოსახმარებლად. საცურაო აუზის მოსამსახურებლად არ არის აუცილებელი სპეციალისტის გამოძახება. წყლის ფილტრაციის გარდა საცურაო აუზი საჭიროებს გაუსნებოვნებასაც, რისთვისაც გამოიყენება სპეციალური ქიმიური შემადგენლობები. ქიმიური შემადგენლობების წინაშე შიში მეტად დიდია. მაგრამ, თუკი ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენებთ ქლორშემცველ გამაუსნებოვნებლებს არავითარი ზიანი ოჯახის არც ერთ წევრს არ მიეყენება. სხვათა შორის ამ მიზნებისათვის დღეს უკვე იყენებენ არა მხოლოდ ქლორს, არამედ ბრომსაც, ასევე, აქტიურ თხევად ჟანგბადსაც. ასევე, გამოიყენება ოზონირება და ულტრა იისფერი გამოსხივება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

one + 4 =

clear formPost comment