სტატიებისაცურაო აუზი აგარაკისათვის

ამ სტატიაში გავაშუქებთ თემას – როგორ მოვაწყოთ სახლში ან აგარაკზე საცურაო აუზი, რომელ მათგანზე შევაჩეროთ ყურადღება და რა პრობლემებისა და სიკეთეების მოლოდინი უნდა ვიქონიოთ ჩვენი არჩევანისგან. მიგვაჩნია, რომ სანამ ამოირჩევდეთ ჩვენი კომპანიის ფართო ასორტიმენტში არსებული საცურაო აუზებიდან რომელიმეს – მზა კომპოზიციური აუზები, პანელის კარკასული ტიპის ასაწყობი აუზები და რა თქმა უნდა, ბეტონის აუზების მშენებლობა – უნდა მოგეცეთ ანალიზის ჩატარების საშუალება და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების შეთავსება თქვენს სურვილთან.

თუ ზაფხული ცხელი გამოდგა, ზღვისგან მოშორებით, სადაც მოსახლეობა მოკლებულია ისეთ ბუნებრივ ფუფუნებას, როგორებიცაა ზღვა, ტბა, მდინარე, ხელოვნური დიდი მასშტაბის წყალსაცავები, მასობრივი ბანაობისაგან ნებისმიერი წყალსაცავი ემსგავსება არეულ წუმპეს. მსგავს ბუნებრივ აუზში, რა თქმა უნდა ბევრი თავს შეიკავებს გაგრილებას, რაც არ უნდა სურდეს ბანაობით თავის შველა სიცხისაგან. მაგრამ გამოსავალი არსებობს ყოველთვის. ვისაუბროთ, თუ როგორ მოვაწყოთ საცურაო აუზი საკუთარ სახლში ან აგარაკზე.

რა თქმა უნდა, ხელოვნური აუზი ეს უფასო სიამოვნება არაა და არც ყველაზე იაფი, თუმცა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი საცურაო წყალსაცავის ქონა მატერიალურად ძალუძს ყველა მიწის მესაკუთრეს.

გასაბერი აუზები

გასაბერი საცურაო აუზი_1

ყველაზე იაფი საშუალება არის გასაბერი საცურაო აუზები, რომელთა შესახებ ჩვენ აქ ბევრს არაფერს აღვნიშნავთ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი საქმიანობის პროფილი. ამასთან, მაღალი ხარისხის მოლოდინი არ უნდა გაგაჩნდეთ ასეთი აუზებისაგან. გასაბერი აუზები კეთდება მრავალშრიანი პოლივინილქლორიდისაგან, თუმცა მისი გახვრეტა ძალუძს, თვით პატარებსაც და ძაღლსაც კი. თუ ასეთი აუზით სარგებლობენ ბავშვები, იგი ხშირად ერთ სეზონსაც კი ვერ ძლებს. გასაბერი საცურაო აუზების ფასები მერყეობს 60–300 ლარის ფარგლებში, ზომებისა და ფორმის მიხედვით. ერთი სიტყვით მათი მოხმარებისას დასაცავია მთელი რიგი პირობები, მაგალითად აუზის ქვეშ შესაფერისი ფენის მოწყობა იმისათვის, რათა შემთხვევით აღმოჩენილმა წვეტიანმა საგანმა მასზე მოცურავეთა ფეხის დადგმის შედეგად არ გამოიწვიოს სავალალო შედეგი და გადახდილი თანხის წყალში გადაყრა.

კარკასული საცურაო აუზი

კარკასული საცურაო აუზი 1

შემდეგი სახეობა არის კარკასული აუზი – საგრძნობლად წინ გადადგმული ნაბიჯი, წინა პროდუქციასთან შედარებით.

აუზების არც ეს სახეობა არის ჩვენი საქმიანობის ინტერესის სფერო, თუმცა საერთო სურათის შესაქმნელად რამოდენიმე წინადადებას შემოგთავაზებთ მათ დასახასიათებლად. მაშ ასე, გასაბერთან შედარებით უფრო მტკიცე და ხანგამძლეა. მათი მოწყობაც არ მოითხოვს დიდ დროს. ამ ტიპის აუზებიც ბევრ ადამიანს დაბალი ფასით ხიბლავს, მაგრამ რა იმალება ამ ფაქტის უკან ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. არის ჩინური და ევროკავშირის წარმოებული პროდუქცია. ჩინურები ხომ “განთქმულია” უმდაბლესი ფასით და ამავე დროს საცურაო აუზის აქსესუარებიც შედის შემოთავაზებაში, მაგალითად წყალში ჩასასვლელი კიბე, პრიმიტიული ფილტრაციის სისტემა, დასუფთავების ხელსაწყოები … რა ხარისხის უნდა იყოს ყოველივე ეს მაშინ, როცა ევროპული, მაგალითისათვის გერმანულის ანალოგში, მხოლოდ კიბე ღირს იმდენი, რამდენიც ჩინურის სრული კომპლექტი. ჩინური კარკასული საცურაო აუზი მთლიანად პლასტიკისგან არის წარმოებული, ანუ მეტად მყიფე. გერმანულში, მაგალითად, ლითონის ფენაც არის აუცილებლად სიმტკიცის მისანიჭებლად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაფფასიანი აუზების წყლის ფილტრები, ხშირ შემთხვევაში კარტრიჯული ტიპისაა, ხშირად კი, სულაც ქაღალდის და რა თქმა უნდა, ფილტრაციის სისტემა კვარცის ქვიშის შემავსებლით ხომ მათთვის მიუღწეველი მომავალია – ფანტასტიკის სფეროდან. უნდა გვესმოდეს, რომ ფილტრაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, ასევე, წყლის ყველა ფენის სრულფასოვან ცირკულაციას საცურაო აუზის თასში.

კარკასული ტიპის ხელოვნური აუზი, რა თქმა უნდა, გასაბერთან შედარებით უფრო ხანგამძლეა – 5–6 წელიწადი და ისინი გათვალისწინებულია ექსპლუატაციის მანძილზე მცირე შეკეთებებისათვის. ასევე, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მობილური საცურაო აუზების უმრავლესობა, არაყინვაგამძლეა, ზამთარში ასაშლელია. მხოლოდ პრემიუმ კლასის კარკასული საცურაო აუზები წარმოადგენს გამონაკლისს.

ფასების მხრივ, ჩინურები იწყება 300–400 ლარიდან, ასაწყობ–დასაშლელი, ევროპულები კი – 3000 ლარიდან. პრემიუმ კლასის კარკასულები კი 6000 ლარიდან.

სტაციონალური საცურაო აუზი – ჩვენი უშუალო მომსახურების სფერო

სტაციონალური საცურაო აუზი 2

თუკი გასაბერი და კარკასული ტიპის აუზების გადატანა შეგიძლიათ ადგილიდან ადგილზე, სტაციონალური აუზი მოითხოვს მუდმივი „რეგისტრაციის ადგილს“. ეს კი გულისხმობს ქვაბულის გათხრას, ხრეშის ჩაყრას შიგ, სპეციალური ბეტონის ბალიშის მოწყობას ან აუზის თასის ყალიბში ბეტონის ჩასხმას, შემდეგ კი თასის დეკორაციულ მოპირკეთებას. ყველა აღნიშნული სამუშაო მოითხოვს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების საქმეში აუცილებელ ჩართვას სპეციალიზებული ტექნიკითა (თუ საუბარია დიდი ზომის საცურაო აუზებზე, რომელთა სიგრძე შეიძლება 25 მეტრსაც კი აღწევდეს) და ხელსაწყოებით. ამ ტიპის სტაციონალური საცურა აუზებიდან ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლებს მზა კომპოზიციურ აუზებს, რომელთა დიდი არჩევანი გაგვაჩნია ზომებისა და ფორმის მიხედვით (შემდეგ თავში იხილეთ ბმული ამ აუზების შესახებ). შემდეგი სახეობა, რომლის ყიდვა შეგიძლიათ ჩვენთან არის პანელის ტიპის საცურაო აუზი. მათი მაქსიმალური სიგრძე, ვენს ასორტიმენტში 11 მეტრს უდრის, ცოტა არ მოგეჩვენებათ ნამდვილად. მითითებულ ბმულზე შგიძლიათ გაეცნოთ მის მახასიათებლებს და არგუმენტებს მათი შეძენის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისა, მათ შორის მონტაჟის სისწრაფე. დაბოლოს, რაღა თქმა უნდა კლასიკური და ყველაზე შრომატევადი და მაშასადამე, მონტაჟის ხანგრძლივობითაც და სიძვირითაც გამორჩეული ბეტონის აუზები. ჩვენს მიერ დამზადებული აუზების ეს სახეობა შეიძენს ისეთ ფორმებსა და ზომებს, რომელსაც თქვენი ფანტაზია გასწვდება.

ასეთი საცურაო აუზისათვის აუცილებელია წყლის აღებისა და გაცემის სისტემის შექმნა, თუკი, რა თქმა უნდა, საუბარია გადასაშვები ტიპის წყლის მოსამზადებელ აუზებზე. ხოლო, თუ თქვენი არჩევანი სკიმერული ტიპის აუზზე შეჩერდა, წყლის მიწოდებისა და გაშვების სისტემის შექმნის პრობლემას თავიდან აიცილებთ. ასე რომ საცურაო აუზი წყლის სკიმერული ტიპის გაწმენდის სისტემით აქტუალური თემაა მათთვის, ვისაც წყლის გარკვეული პრობლემები აქვს სახლში, აგარაკზე. მეპატრონეს შეუძლია სახანძრო მანქანის მომსახურებით ისარგებლოს, აავსოს აუზი წყლით და სკიმერული ტიპის წყლის გამწმენდი სისტემა კი იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნებს მას. დახურული საცურაო აუზის ყოველწლიური სწორი გამოყენების შემთხვევაში წყლის სრული შეცვლა არ მოითხოვება წლების განმავლობაში. სტაციონალური ტიპის აუზები ეს ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და არაერთი თაობის მიერ სიამოვნების მიღებაზე გათვლილი ინვესტიციაა.

სტაციონალური ხელოვნური აუზი პოლიპროპილენის, მინაპლასტიკური, ბოჭკოვანი მინის ან კომპოზიტური მასალის თასით

კომპოზიტური საცურაო აუზი

ამჟამად, ევროპაში მეტად პოპულარულია საცურაო აუზი კომპოზიტური მასალის თასებისგან. ჩვენთან ამგვარი აუზები მხოლოდ იკიდებს ფეხს და თანდათან იძენს კუთვნილ პოპულარობას. კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული აუზი – მინაპლასტიკური (ბოჭკოვანი მინით არმირებული პოლიეთერული ფისი) მზა თასია, რომლის ჩამოსხმა ხდება ქარხნებში, ნაკერის/შენადუღი ნაკერისა და მახვილი კუთხეების გარეშე, 100%–იანი ჰიდროსაიზოლაციო თვისებებით, არ ლპება, ქიმიური რეაგენტების მიმართ მეტად მდგრადი, არ მოითხოვს მოპირკეთებას და მტკიცეა. ასეთი აუზის თასის კედლის სისქე 1 სმ–ს აღწევს და მისი ხანგამძლეობა ათწლეულებს შეადგენს. ასეთი საცურაო აუზის მოსაწყობად აუცილებელია ქვაბულის გათხრა და ძალიან სასურველია ბეტონის საძირკველი (ბალიში).

კომპოზიტური აუზის თასის წარმოებაზე ქარხანაში დაახლოებით მიდის 2–4 კვირა. არასტანდარტული ზომის თასებისათვის, რომელთა მატრიცები შესაქმნელი იქნება სპეციალურად, უფრო მეტი დრო მოითხოვება. ასეთი ტიპის საცურაო აუზზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში გასათვალისწინებელი გექნებათ, რომ მის გადმოსატვირთად და დასამონტაჟებლად დაგჭირდებათ ამწე, ასე, რომ აგარაკზე, თუ კერძო სახლში მისასვლელი თავისუფალი უნდა გქონდეთ. კომპოზიტური საცურაო აუზი და ბეტონის აუზი ფასით ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ზომებზე. იხილეთ კომპოზიტური საცურაო აუზები, მათი ნაირსახეობა და ფასები აი ამ გვერდზე.

ამით, დღეს შემოვიფარგლებით და მომდევნო სტატიაში გავაშუქებთ ბეტონის საცურაო აუზებს, აუზების პავილიონებსა და ზოგადად, საცურაო აუზების ტექნიკური თუ სხვა ტიპის მომსახურების ნიუანსებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

18 − seven =

clear formPost comment