სტატიებისაცურაო აუზი აგარაკისათვის

ამ სტატიაში გავაშუქებთ თემას – როგორ მოვაწყოთ სახლში ან აგარაკზე საცურაო აუზი, რომელ მათგანზე შევაჩეროთ ყურადღება და რა პრობლემებისა და სიკეთეების მოლოდინი უნდა ვიქონიოთ ჩვენი არჩევანისგან.

თუ ზაფხული ცხელი გამოდგა, ზღვისგან მოშორებით, მასიური ბანაობისაგან ნებისმიერი წყალსაცავი ემსგავსება არეულ წუმპეს. მაგრამ გამოსავალი არსებობს ყოველთვის. ვისაუბროთ, თუ როგორ მოვაწყოთ საცურაო აუზი საკუთარ სახლში ან აგარაკზე.

რა თქმა უნდა, საცურაო აუზი ეს უფასო სიამოვნება არაა და არც ყველაზე იაფი, თუმცა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი საცურაო წყალსაცავის ქონა მატერიალურად ძალუძს ყველა მიწის მესაკუთრეს.

 

გასაბერი საცურაო აუზი

გასაბერი საცურაო აუზი_1

ყველაზე იაფი საშუალება არის გასაბერი საცურაო აუზი, რომელთა შესახებ ჩვენ აქ ბევრს არაფერს ავღნიშნავთ, ვინაიდან ეს არ არის ჩვენი საქმიანობის პროფილი. ამასთან, მაღალი ხარისხის მოლოდინი არ უნდა გაგაჩნდეთ ასეთი აუზებისაგან. გასაბერი აუზები კეთდება მრავალშრიანი პოლივინილქლორიდისაგან, თუმცა მისი გახვრეტა ძალუძს, თვით პატარებსაც და ძაღლსაც კი. თუ ასეთი აუზით სარგებლობენ ბავშვები, იგი ხშირად ერთ სეზონსაც კი ვერ უძლებს. გასაბერი საცურაო აუზების ფასები მერყეობს 60–300 ლარის ფარგლებში, ზომებისა და ფორმის მიხედვით.

 

კარკასული საცურაო აუზი

კარკასული საცურაო აუზი 1

შემდეგი სახეობა არის კარკასული აუზი – საგრძნობლად წინ გადადგმული ნაბიჯი, წინა საქონელთან შედარებით.

აუზების არც ეს სახეობა არის ჩვენი საქმიანობის ინტერესის სფერო, თუმცა საერთო სურათის შესაქმნელად რამოდენიმე წინადადებას შემოგთავაზებთ მათ დასახასიათებლად. მაშ ასე, გასაბერთან შედარებით უფრო მტკიცე და ხანგამძლეა. მათი მოწყობაც არ მოითხოვს დიდ დროს. ამ ტიპის აუზებიც ბევრ ადამიანს დაბალი ფასით ხიბლავს, მაგრამ რა იმალება ამ ფაქტის უკან ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. არის ჩინური და ევროკავშირის წარმოებული პროდუქცია. ჩინურები ხომ განთქმულია უმდაბლესი ფასით და ამავე დროს საცურაო აუზის აქსესუარებიც შედის შემოთავაზებაში, მაგალითად წყალში ჩასასვლელი კიბე, პრიმიტიული ფილტრაციის სისტემა, დასუფთავების ხელსაწყოები … რა ხარისხის უნდა იყოს ყოველივე ეს მაშინ, როცა ევროპული, მაგალითისათვის გერმანულის ანალოგში, მხოლოდ კიბე ღირს იმდენი, რამდენიც ჩინურის სრული კომპლექტი. ჩინური კარკასული საცურაო აუზი მთლიანად პლასტიკისგან არის წარმოებული, ანუ მეტად მყიფე. გერმანულში, მაგალითად, ლითონის ფენაც არის აუცილებლად სიმტკიცის მისანიჭებლად.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იაფფასიანი აუზების წყლის ფილტრები, ხშირ შემთხვევაში კარტრიჯული ტიპისაა, ხშირად კი, სულაც ქაღალდის და რა თქმა უნდა, ფილტრაციის სისტემა კვარცის ქვიშის შემავსებლით ხომ მათთვის მიუღწეველი მომავალია – ფანტასტიკის სფეროდან. უნდა გვესმოდეს, რომ ფილტრაციის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს, ასევე, წყლის ყველა ფენის სრულფასოვან ცირკულაციას საცურაო აუზის თასში.

კარკასული ტიპის საცურაო აუზი, რა თქმა უნდა, გასაბერთან შედარებით უფრო ხანგამძლეა – 5–6 წელიწადი და ისინი გათვალისწინებულია ექსპლუატაციის მანძილზე მცირე შეკეთებებისათვის. ასევე, აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მობილური საცურაო აუზების უმრავლესობა, არაყინვაგამძლეა, ზამთარში ასაშლელია. მხოლოდ პრემიუმ კლასის კარკასული საცურაო აუზები წარმოადგენს გამონაკლისს.

ფასების მხრივ, ჩინურები იწყება 300–400 ლარიდან, ასაწყობ–დასაშლელი, ევროპულები კი – 3000 ლარიდან. პრემიუმ კლასის კარკასულები კი 6000 ლარიდან.

 

სტაციონალური საცურაო აუზი – ჩვენი უშუალო მომსახურების სფერო

სტაციონალური საცურაო აუზი 2

თუკი გასაბერი და კარკასული ტიპის აუზების გადატანა შეგიძლიათ ადგილიდან ადგილზე, სტაციონალური საცურაო აუზი მოითხოვს მუდმივი „რეგისტრაციის ადგილს“. ეს კი გულისხმობს ქვაბულის გათხრას, ხრეშის ჩაყრას შიგ, სპეციალური ბეტონის ბალიშის მოწყობას ან აუზის თასის ყალიბის ბეტონით ჩასხმას, შემდეგ კი თასის დეკორაციულ მოპირკეთებას.

ასეთი საცურაო აუზისათვის აუცილებელია წყლის აღებისა და გაცემის სისტემის შექმნა, თუკი, რა თქმა უნდა, საუბარია გადასაშვები ტიპის წყლის მოსამზადებელ აუზებზე. ხოლო, თუ თქვენი არჩევანი სკიმერული ტიპის აუზზე შეჩერდა, წყლის მიწოდებისა და გაშვების სისტემის შექმნის პრობლემას თავიდან აიცილებთ. ასე რომ საცურაო აუზი წყლის სკიმერული ტიპის გაწმენდის სისტემით აქტუალური თემაა მათთვის, ვისაც წყლის გარკვეული პრობლემები აქვს სახლში, აგარაკზე. მეპატრონეს შეუძლია სახანძრო მანქანის მომსახურებით ისარგებლოს, აავსოს აუზი წყლით და სკიმერული ტიპის წყლის გამწმენდი სისტემა კი იდეალურ მდგომარეობაში შეინარჩუნებს მას. დახურული საცურაო აუზის ყოველწლიური სწორი გამოყენების შემთხვევაში წყლის სრული შეცვლა არ მოითხოვება წლების განმავლობაში.

 

სტაციონალური საცურაო აუზი პოლიპროპილენის, მინაპლასტიკური, ბოჭკოვანი მინის ან კომპოზიტური მასალის თასით

 

კომპოზიტური საცურაო აუზი

ამჟამად, ევროპაში მეტად პოპულარულია საცურაო აუზი კომპოზიტური მასალის თასებისგან. ჩვენთან ამგვარი საცურაო აუზები მხოლოდ იკიდებს ფეხს და თანდათან იძენს კუთვნილ პოპულარობას. კომპოზიტური მასალისაგან დამზადებული საცურაო აუზი – მინაპლასტიკური (ბოჭკოვანი მინით არმირებული პოლიეთერული ფისი) მზა თასია, რომლის ჩამოსხმა ხდება ქარხნებში, ნაკერის/შენადუღი ნაკერისა და მახვილი კუთხეების გარეშე, 100%–იანი ჰიდროსაიზოლაციო თვისებებით, არ ლპება, ქიმიური რეაგენტების მიმართ მეტად მდგრადი, არ მოითხოვს მოპირკეთებას და მტკიცეა. ასეთი საცურაო აუზის თასის კედლის სისქე 1 სმ–ს აღწევს და მისი ხანგამძლეობა ათწლეულებს შეადგენს. ასეთი საცურაო აუზის მოსაწყობად აუცილებელია ქვაბულის გათხრა და ძალიან სასურველია ბეტონის საძირკველი (ბალიში).

კომპოზიტური აუზის თასის წარმოებაზე ქარხანაში დაახლოებით მიდის 2–4 კვირა. არასტანდარტული ზომის თასებისათვის, რომელთა მატრიცები შესაქმნელი იქნება სპეციალურად, უფრო მეტი დრო მოითხოვება. ასეთი ტიპის საცურაო აუზზე არჩევანის გაკეთების შემთხვევაში გასათვალისწინებელი გექნებათ, რომ მის გადმოსატვირთად და დასამონტაჟებლად დაგჭირდებათ ამწე, ასე, რომ აგარაკზე, თუ კერძო სახლში მისასვლელი თავისუფალი უნდა გქონდეთ. კომპოზიტური საცურაო აუზი და ბეტონის აუზი ფასით ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან და დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ზომებზე. იხილეთ კომპოზიტური საცურაო აუზები, მათი ნაირსახეობა და ფასები აი აქ.

ამით, დღეს შემოვიფარგლებით და მომდევნო სტატიაში გავაშუქებთ ბეტონის საცურაო აუზებს, აუზების პავილიონებსა და ზოგადად, საცურაო აუზების ტექნიკური თუ სხვა ტიპის მომსახურების ნიუანსებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

two × four =

clear formPost comment