მზა კომპოზიციური აუზი და მათი შეძენის მიზანშეწონილობა
ორიოდე სიტყვა კომპოზიციური მასალის აღსაწერად
სანამ გადავიდოდეთ ჩვენი პოტენციური მომხმარებლებისათვის მთავარ მოწოდებაზე – მზა აუზის ყიდვის დასაბუთებაზე, მცირეოდენი თეორია იმის შესახებ, თუ რა მასალებისგან მზადდება და ზოგადად რას წარმოადგენს მზა კომპოზიციური აუზი. ხოლო ვიზუალურად მათ შეფასებას შეძლებთ, თუ ეწვევით ჩვენს გვერდს საცურაო აუზის ყიდვა
კომპოზიციური მასალა, კომპოზიტი – წესისამებრ, პლასტიკურ საფუძველზე (მატრიცაზე) შექმნილი და მაღალი სიმტკიცის, მდგრადობის მქონე დანამატებით არმირებული მრავალკომპონენტიანი მასალაა. მრავალფეროვანი ნივთიერებების შეხამება იძლევა ახალი მასალის შექმნის შესაძლებლობას, რომლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლები მეტად განსხვავდება თითოეული შემადგენლის თვისებებისაგან. მატრიცის შემადგენლობის ვარირების შედეგად – მათი თანაფარდობის, დანამატების ორიენტაციის – მიიღება საჭირო თვისებების მქონე მასალების ფართო სპექტრი. უმეტესწილად კომპოზიტები თავისი მექანიკური თვისებების მიხედვით აღემატება ტრადიციულ მასალებსა და შენადნობებს და ამასთანავე, გაცილებით მსუბუქია. მათი გამოყენება, ჩვეულებრივად, იძლევა კონსტრუქციის შემსუბუქების საშუალებას მათი მექანიკური თვისებების შენარჩუნებასა თუ გაუმჯობესებასთან ერთად. აი თქვენ პირველი სტიმული, მზა კომპოზიციური აუზი გახადოთ მთავარი ყურადღების საგნად, თუმცა არჩევანის სახით აქვე შემოგეთავაზებათ ჩვენს ასორტიმენტში შემავალი სხვა, პანელის ასაწყობი და ბეტონის საცურაო აუზი.
მზა კომპოზიციური აუზის ყიდვის უპირატესობანი
აუზებისათვის გამოყენებული კომპოზიციური მასალის დანამატის შემადგენლობაში შედის მინა, ფისი, ბოჭკოვანი მასალა და სხვა მინარევი (ბოჭკოვანი ფისი, ბოჭკოვანი მინა, მინა ქსოვილი). მზა კომპოზიციური აუზი – ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილ პრემიუმ კლასს განეკუთვნება. მათი თასის საფუძველს მონოლიტური ფენა – მაღალხარისხოვანი ეპოქსივინილესტერული ფისი წარმოადგენს, რაც აუზს გრუნტის წყლების მიმართ აბსოლუტური მდგრადობითა და მკაცრ კლიმატურ პირობებში გრძელვადიანი ექსპლუატაციით უზრუნველყოფს. ყველა სახის სტაციონალურ აუზებს შორის ის გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით:
დამაგრების უნივერსალურობა
ამ ტიპის აუზების დამაგრება შესაძლებელია ქუჩაში და შენობაში, ცივი და თბილი კლიმატის ზონებში, სრულად ან ნაწილობრივ ჩაფლულად, სწორ მდელოსა თუ მთაგორიან ადგილებში.
სწრაფი მონტაჟი
აუზის თასი თავსდება მცირე ფრაქციული ღორღით მოფენილ ქვაბულში. მოწყობილობის დადგმას, მის წყლით ავსებასა და ქვაბულის ამოვსებას ესაჭიროება 2–4 დღე. ცურვისათვის გამოსადეგი წყლის მომზადებას ესაჭიროება 1–2 დღე. საშუალოდ აუზის დადგმა 7 დღეში ხორციელდება. ამასთან, გასათვალისწინებელი დაგრჩებათ დრო, რომელიც საჭიროა ქვაბულის მოსამზადებლად და მის გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის აუცილებელი დრო.
სიმტკიცე და ხანგამძლეობა
კომპოციური აუზები, როგორც ავღნიშნეთ ზემოთ, მზადდება სხვადასხვა მარკირების მაღალი სიმტკიცის მინაპლასტიკისაგან. ტექნიკური ცდები ამტკიცებს, რომ მინაპლასტიკი ბეტონის აუზს სიმტკიცითა და ელასტიურობით (!) 15–ჯერ აღემატება. კომპოზიციური აუზების ხარისხი და საიმედოობა მწარმოებლებისაგან დასტურდება საგარანტიო 50 წლის ოდენობით (მეტიც). სპეციალურად, მკაცრი კლიმატური ზონებისათვის, ან დამატებითი სიმტკიცის აუცილებლობის სხვა ნებისმიერი შემთხვევებისათვის, გამოიყენება მასიური სიმყარის მქონე წიბოებით გაძლიერებული კარკასი – Frostlock® ტექნოლოგია. დაზიანების შემთხვევაში, მაგალითად, მძიმე საგნის მორტყმა აუზის კორპუსზე, დეკორაციული საფარი და მთლიანობა სრულებით აღდგენადია
უნიკალური დიზაინი
კომპოზიციური აუზების დიზაინს ახასიათებს მთელი რიგი უნიკალური თვისებები. ფორმისა და ზომის დიდი არჩევანი წარმოდგენილია კლასიკური მართკუთხა ფორმიდან გეომეტრიულად რთულ კონტურამდე. თითოეული აუზის ინდივიდუალურ თავისებურებას წარმოადგენს ჩაშენებული ელემენტები, როგორებიცაა სხვადასხვა სახეობის საფეხურები, წყალქვეშა სავარძლები, დივანები და გასაშლელები. მშვენიერ ქალბატონებს ვურჩევდით, ყურადღება მიაქციონ სპა პროცედურებისათვის გამოყოფილი ადგილების მქონე აუზებს, სადაც შესაძლებელია დაძაბულობის გაქარწყლება ჰიდროაერომასაჟის მომადუნებელი ჭავლის ზემოქმედებით, ხოლო მამაკაცები ღირსეულად შეაფასებენ სპორტული ცურვისათვის განკუთვნილ აუზებს.
ფერთა პალიტრა
აუზების შეფერილობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ თვალი გაგირბით. მაგალითად, შეგიძლიათ შეარჩიოთ ბუნებრივი მარმარილოს იმიტაციის 3D ეფექტის მქონე ტონალობა, ან ერთდროულად 4 შეფერილობის პიგმენტის გამოყენებით შექმნილი 4D ეფექტი, რაც განსაკუთრებული ნახატისა და მოცულობის შექმნის შესაძლებლობას აჩენს.